ა.თ.ე.ა. ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მერიებისა და საკრებულოების თანამშრომლებისთვის მართავს ყოველკვირეულ ონლაინ სემინარებს. თემატიკა შერჩეულია მუნიციპალიტეტების საჭიროებებზე მორგებული მოთხოვნის საფუძველზე. საგანმანათლებლო შეხვედრებს სხვადასხვა დარგის ექსპერტები წარმართავენ.