+995 322-72-67-34/35
office@nala.ge
Facebook X-twitter Linkedin Youtube Flickr
  • Georgian (Georgia)
    • English
  • ჩვენ შესახებ
    • მისია და მიზნები
    • მმართველობა
    • წესდება
    • ათეა-ს გუნდი
  • თანამშრომლობა
    • დელეგაცია ევროპის საბჭოს კონგრესში
    • დელეგაცია ევროპის მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭოში (CEMR)
    • დელეგაცია ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპულ პლატფორმაში (PLATFORMA)
    • დელეგაცია ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში (CORLEAP)
    • დელეგაცია გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ქსელში (UCLG)
    • მემორანდუმები
    • დაძმობილებული ასოციაციები
  • კანონმდებლობა
    • საქართველოს ნორმატიული აქტები
    • საერთაშორისო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ყოველთვიური ბიულეტენი
  • კონტაქტი
  • English
  • საქმიანობა
    • მონაწილეობითი დემოკრატია და ადამიანის უფლებები
    • ადამიანის უფლებების ლოკალიზების კომიტეტი
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის დებულება
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის წევრები
    • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტი
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის დებულება
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის წევრები
    • გენდერული თანასწორობა
    • საუკეთესო პრაქტიკის პროგრამა
  • წევრი მუნიციპალიტეტები
    • თვითმმართველი ქალაქები
    • თემთა მუნიციპალიტეტები
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები
  • სერვისები მუნიციპალიტეტებისთვის
    • კონსულტაციები
    • საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება
    • რეგიონული პლატფორმები
    • თემატური ჯგუფები
  • პროექტები
    • ათეა-ს მიმდინარე პროექტები
    • ათეა-ს დასრულებული პროექტები
  • ბიბლიოთეკა
    • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სახელმძღვანელოები
  • სასარგებლო ბმულები
  • English
მენიუ დამატებითი
  • ჩვენ შესახებ
    • მისია და მიზნები
    • მმართველობა
    • წესდება
    • ათეა-ს გუნდი
  • თანამშრომლობა
    • დელეგაცია ევროპის საბჭოს კონგრესში
    • დელეგაცია ევროპის მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭოში (CEMR)
    • დელეგაცია ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპულ პლატფორმაში (PLATFORMA)
    • დელეგაცია ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში (CORLEAP)
    • დელეგაცია გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ქსელში (UCLG)
    • მემორანდუმები
    • დაძმობილებული ასოციაციები
  • კანონმდებლობა
    • საქართველოს ნორმატიული აქტები
    • საერთაშორისო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ყოველთვიური ბიულეტენი
  • კონტაქტი
  • English
  • საქმიანობა
    • მონაწილეობითი დემოკრატია და ადამიანის უფლებები
    • ადამიანის უფლებების ლოკალიზების კომიტეტი
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის დებულება
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის წევრები
    • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტი
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის დებულება
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის წევრები
    • გენდერული თანასწორობა
    • საუკეთესო პრაქტიკის პროგრამა
  • წევრი მუნიციპალიტეტები
    • თვითმმართველი ქალაქები
    • თემთა მუნიციპალიტეტები
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები
  • სერვისები მუნიციპალიტეტებისთვის
    • კონსულტაციები
    • საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება
    • რეგიონული პლატფორმები
    • თემატური ჯგუფები
  • პროექტები
    • ათეა-ს მიმდინარე პროექტები
    • ათეა-ს დასრულებული პროექტები
  • ბიბლიოთეკა
    • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სახელმძღვანელოები
  • სასარგებლო ბმულები
  • English

ნინო რუხაძემ თბილისში გამართულ მდგრადი განვითარების რეგიონულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

ივნისი 6, 2025 /რედაქტორი -NALAG

თბილისში მდგრადი განვითარების რეგიონული ფორუმი სახელწოდებით „მშვიდობის როლი მდგრად სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში“ გაიმართა, რომელშიც საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო რუხაძემ მიიღო მონაწილეობა.

ფორუმი ორ დღეს გაგრძელდა და მოიცავდა სხვადასხვა თემატურ პანელურ დისკუსიებს, რომელთაგან ერთ-ერთი საქართველოში მდგრადი განვითარების მიზნების ლოკალიზაციას დაეთმო.

აღნიშნულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ნინო რუხაძემ ხაზი გაუსვა იმ მნიშვნელოვან როლს, რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველობები ასრულებენ მდგრადი განვითარების მიზნების (SDG-ების) მიღწევის პროცესში.

„ადგილობრივი თვითმმართველობა მოქალაქეებთან ყველაზე ახლოს მდგომი სტრუქტურაა. სწორედ ამიტომ მდგრადი განვითარების მიზნების შესრულება შეუძლებელია ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობის გარეშე“ – აღნიშნა ა.თ.ე.ა-ს ხელმძღვანელმა.

ნინო რუხაძემ ფორუმის მონაწილეებს გააცნო ა.თ.ე.ა-ს საქმიანობა აღნიშნული მიმართულებით, მათ შორის მუნიციპალიტეტების მხარდაჭერის მექანიზმები, რომელთა მიზანსაც წარმოადგენს მდგრადი განვითარების მიზნების ინტეგრირება ადგილობრივ პოლიტიკასა და ბიუჯეტში.

ნინო რუხაძის განცხადებით, ასოციაცია აქტიურად მუშაობს მონაცემებზე დაფუძნებულ დაგეგმვაზე, ახორციელებს ტრენინგებსა და საკონსულტაციო სერვისებს, ამუშავებს პრაქტიკულ ინსტრუმენტებსა და გზამკვლევებს, რაც მუნიციპალიტეტებს აძლევს შესაძლებლობას უკეთ დაგეგმონ სოციალური სერვისები.

ასოციაციის ხელმძღვანელმა ასევე ისაუბრა UNICEF-ის მხარდაჭერით განხორციელებულ ინიციატივებზე, მათ შორის, ბავშვისა და ბავშვიანი ოჯახებისთვის ხელმისაწვდომი სერვისების კვლევის მეთოდოლოგიაზე, ბავშვზე ორიენტირებული ბიუჯეტირების მეთოდოლოგია და განხორციელდა ციფრული მონაცემთა შეგროვების ინსტრუმენტის განვითარება, რაც უკვე დაინერგა რამდენიმე მუნიციპალიტეტში, მათ შორის ფოთსა და ხაშურში.

„ეს ინსტრუმენტები არა მხოლოდ აადვილებს ადგილობრივ საჭიროებათა ანალიზს, არამედ აძლევს მუნიციპალიტეტებს საშუალებას გადადგან გაცილებით მიზანმიმართული ნაბიჯები ისეთი მოწყვლადი ჯგუფების მხარდასაჭერად, როგორიცაა ბავშვები და ბავშვიანი ოჯახები,“ – განაცხადა ა.თ.ე.ა-ს ხელმძღვანელმა.

დასასრულს, ნინო რუხაძემ ხაზი გაუსვა წარმატებული გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას და იმ პლატფორმების როლს, რომლებიც ასოციაციისა და პარტნიორების ძალისხმევით უკვე მოქმედებს – მათ შორის, ა.თ.ე.ა-ს საუკეთესო პრაქტიკის კონკურსი, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით 2018 წლიდან ხორციელდება.

„ჩვენი მიზანია გავაძლიეროთ ადგილობრივი ხელისუფლებები და შევუწყოთ ხელი ისეთ პოლიტიკას, რომელიც რეალურად პასუხობს მოსახლეობის საჭიროებებს და ქმნის მდგრად განვითარების საფუძველს – ინკლუზიურ, მშვიდობიან და სამართლიან ადგილობრივ დონეზე,“ – აღნიშნა ნინო რუხაძემ.

ამავე პანელურ სესიაში მონაწილეობა მიიღეს ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა ბექა ვაჭარაძემ და ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ნინო ლიპარტელიანმა. ადგილობრივი ხელისუფლების პირველმა პირებმა სიტყვით გამოსვლისას წარადგინეს თავიანთი გამოცდილება მდგრადი მუნიციპალური სერვისების დაგეგმვის, ბავშვებზე მორგებული მონაცემთა შეგროვების და სურსათის უვნებლობის მართვის პრაქტიკის (HACCP სისტემის) დანერგვის მიმართულებით.

ა.თ.ე.ა-სა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან ერთად პანელურ სესიაში ასევე მონაწილეობდნენ – თბილისის მერიის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, UNICEF-ის, UNDP-ის, UN-Habitat-ისა და საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები.

თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონული ფორუმი 5 ივნისს მისასალმებელი სიტყვით თბილისის მერმა, ა.თ.ე.ა-ს პრეზიდენტმა კახა კალაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გახსნა.

ფორუმის (TBILISI RFSD) ფარგლებში, დედაქალაქი ყოველწლიურად მასპინძლობს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონის სპიკერებს, სხვადასხვა დარგის ექსპერტებს, მუნიციპალიტეტებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს. ღონისძიების მიზანია გამოცდილების, თანამედროვე მიდგომებისა და იდეების გაზიარება, რაც თანამშრომლობის ჩამოყალიბებისა და ქალაქების განვითარების მდგრად და გრძელვადიან პერსპექტივას ქმნის. ფორუმზე განხილული იყო ისეთი თემები, როგორებიცაა: მდგრადი ეკონომიკური განვითარება, 8 000-წლიანი ტრადიციული მეღვინეობა, ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობა და ინოვაციები, განახლებადი ენერგიის მოხმარება და განვითარება, ცირკულარული ეკონომიკა, თანამედროვე ტენდენციები სამშენებლო სექტორში და სხვა.

ფოტო გალერეა

Facebook Et-twitter Linkedin Youtube Flickr
  • სწრაფი ბმულები

    • ორგანიზაციის მისია

    • ათეა-ს გუნდი

    • კონსულტაციები

    • სიახლეები

კონტაქტი

თბილისი, ვანო სარაჯიშვილის ქ. N 3
+995 322-72-67-34/35
office@nala.ge
Copyright © 2025 Powered by –