საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია წარმოადგენს არასამთავრობო, არასამეწარმეო და არაპოლიტიკურ ორგანიზაციას, რომელიც აერთიანებს საქართველოს ყველა ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულს. ასოციაციის მიზანია ქვეყანაში ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემის სრულყოფა და ადგილობრივი დემოკრატიის განვითარება, სახელმწიფო ძალაუფლების დეცენტრალიზაცია და ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუციების განვითარება. აღნიშნული მიზნების მიღწევაში გენდერული თანასწორობისა და გენდერული მეინსტრიმინგის პრინციპების დაცვა და გაძლიერება ათეა-ს ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს.
თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია 2004 წლის 17 დეკემბერს ევროპის საბჭოსა და ევროკომისიის ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში დაფუძნდა. დამფუძნებელ ყრილობაზე ყველა დონის თვითმმართველობიდან (სოფელი, თემი, დაბა, ქალაქი) მოწვეულ იქნა 600 დელეგატი, რომელთაც დაამტკიცეს ასოციაციის წესდება, აირჩიეს ორგანიზაციის პრეზიდენტი და აღმასრულებელი საბჭო. დაფუძნების პროცესში ჩართული იყო მრავალი საერთაშორისო ორგანიზაცია და თვითმმართველობის ევროპული ასოციაცია
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის მიზნებია:
ასოციაცია თანამშრომლობს მრავალ საერთაშორისო ორგანიზაციასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპულ გაერთიანებებთან.
ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია არის საქართველოს მთავრობის პარტნიორი ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის თვითმმართველობათა პალატაში დელეგაციის წარდგენისას.