მე, როგორც დედაქალაქის მერი და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტი, ვუერთდები გლობალურ 16-დღიან კამპანიას გენდერული ძალადობის წინააღმდეგ.
ქალთა მიმართ ძალადობა გლობალური გამოწვევაა და მას საერთო ძალისხმევით ერთად უნდა ვებრძოლოთ.
ბოლო წლებში ხელისუფლების მიერ გატარებული არაერთი ღონისძიების მიუხედავად, გენდერული ძალადობა კვლავ რჩება პრობლემად საქართველოში.
ქალთა მიმართ ძალადობა, გარდა იმისა, რომ წარმოადგენს დანაშაულს, არის უარის თქმა ჩვენს ეროვნულ ფასეულობებზე.
ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანის უფლებები ხელშეუხებელია, განურჩევლად მისი სქესისა.
Add comment