ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერი კახა კალაძე საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (ა.თ.ე.ა) პრეზიდენტად მესამე ვადით აირჩიეს.
აღნიშნული გადაწყვეტილება ა.თ.ე.ა-ს ეროვნული ასამბლეის რიგით მე-8 სხდომაზე მიიღეს, სადაც ქვეყნის 64-ვე თვითმმართველი ერთეულიდან წარმოდგენილმა დელეგატებმა საკუთარი ხმა ღია კენჭისყრით დააფიქსირეს.
კახა კალაძე ასოციაციის პრეზიდენტად პირველად 2017 წელს გამართულ რიგით მეექვსე ეროვნულ ასამბლეაზე აირჩიეს. ამ წლების მანძილზე, ორგანიზაციის პრეზიდენტის პოზიციაზე საქმიანობის პარალელურად, კახა კალაძე ხელმძღვანელობდა ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის თვითმმართველობათა პალატაში წარდგენილ ქართულ დელეგაციას.
