+995 322-72-67-34/35
office@nala.ge
Facebook X-twitter Linkedin Youtube Flickr
  • Georgian (Georgia)
    • English
  • ჩვენ შესახებ
    • მისია და მიზნები
    • მმართველობა
    • წესდება
    • ათეა-ს გუნდი
  • თანამშრომლობა
    • დელეგაცია ევროპის საბჭოს კონგრესში
    • დელეგაცია ევროპის მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭოში (CEMR)
    • დელეგაცია ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპულ პლატფორმაში (PLATFORMA)
    • დელეგაცია ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში (CORLEAP)
    • დელეგაცია გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ქსელში (UCLG)
    • მემორანდუმები
    • დაძმობილებული ასოციაციები
  • კანონმდებლობა
    • საქართველოს ნორმატიული აქტები
    • საერთაშორისო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ყოველთვიური ბიულეტენი
  • კონტაქტი
  • English
  • საქმიანობა
    • მონაწილეობითი დემოკრატია და ადამიანის უფლებები
    • ადამიანის უფლებების ლოკალიზების კომიტეტი
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის დებულება
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის წევრები
    • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტი
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის დებულება
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის წევრები
    • გენდერული თანასწორობა
    • საუკეთესო პრაქტიკის პროგრამა
  • წევრი მუნიციპალიტეტები
    • თვითმმართველი ქალაქები
    • თემთა მუნიციპალიტეტები
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები
  • სერვისები მუნიციპალიტეტებისთვის
    • კონსულტაციები
    • საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება
    • რეგიონული პლატფორმები
    • თემატური ჯგუფები
  • პროექტები
    • ათეა-ს მიმდინარე პროექტები
    • ათეა-ს დასრულებული პროექტები
  • ბიბლიოთეკა
    • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სახელმძღვანელოები
  • სასარგებლო ბმულები
  • English
მენიუ დამატებითი
  • ჩვენ შესახებ
    • მისია და მიზნები
    • მმართველობა
    • წესდება
    • ათეა-ს გუნდი
  • თანამშრომლობა
    • დელეგაცია ევროპის საბჭოს კონგრესში
    • დელეგაცია ევროპის მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭოში (CEMR)
    • დელეგაცია ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპულ პლატფორმაში (PLATFORMA)
    • დელეგაცია ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში (CORLEAP)
    • დელეგაცია გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ქსელში (UCLG)
    • მემორანდუმები
    • დაძმობილებული ასოციაციები
  • კანონმდებლობა
    • საქართველოს ნორმატიული აქტები
    • საერთაშორისო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ყოველთვიური ბიულეტენი
  • კონტაქტი
  • English
  • საქმიანობა
    • მონაწილეობითი დემოკრატია და ადამიანის უფლებები
    • ადამიანის უფლებების ლოკალიზების კომიტეტი
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის დებულება
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის წევრები
    • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტი
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის დებულება
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის წევრები
    • გენდერული თანასწორობა
    • საუკეთესო პრაქტიკის პროგრამა
  • წევრი მუნიციპალიტეტები
    • თვითმმართველი ქალაქები
    • თემთა მუნიციპალიტეტები
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები
  • სერვისები მუნიციპალიტეტებისთვის
    • კონსულტაციები
    • საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება
    • რეგიონული პლატფორმები
    • თემატური ჯგუფები
  • პროექტები
    • ათეა-ს მიმდინარე პროექტები
    • ათეა-ს დასრულებული პროექტები
  • ბიბლიოთეკა
    • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სახელმძღვანელოები
  • სასარგებლო ბმულები
  • English

თენგიზ მთვარელიშვილი PLATFORMA-ს პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოვიდა

ივნისი 19, 2024 /რედაქტორი -NALAG

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, თენგიზ მთვარელიშვილმა, ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპული პლატფორმის (PLATFORMA) პოლიტიკური საბჭოს სხდომაში მიიღო მონაწილეობა.

ღონისძიებაზე, რომელიც ბრიუსელში გაიმართა, მაღალი დონის პანელური დისკუსიები მოეწყო, სადაც საკრებულოს თავმჯდომარემ, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრა.

თენგიზ მთავრელიშვილის განცხადებით,  ევროკავშირის მოთხოვნების შესრულების პროცესში ცენტრალური მთავრობა ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთადაა ჩართული, თუმცა მიზნის მისაღწევად, აუცილებელია გარკვეული წინასწარი  ინსტრუმენტების არსებობა.

საკრებულოს თავმჯდომარემ,  ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მართული პროგრამების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება, რაც მისივე განმარტებით საშუალებას აძლევს კანდიდატ სახელმწიფოებს მიიღონ დაფინანსება ძირითადი პოლიტიკური, ინსტიტუციური, სოციალური და ეკონომიკური რეფორმების განსახორციელებლად.

დღესვე, ქართველმა დელეგატმა, კოლეგებს ევროპული პროექტების პროგრამირებაში მდგრადი განვითარების მიზნების კომპონენტის გაძლიერებისკენ მოუწოდა და დამსწრე საზოგადოებას  ბოლო წლების საგანგაშო სტატისტიკა გააცნო, რაც  COVID-19-ით, უკრაინაში მიმდინარე რუსეთის ომითა და გარემოსდაცვითი პრობლემებითაა გამოწვეული.

,,დასაკარგი დრო აღარ არის. ჩვენ გვჭირდება SDG-ების ლოკალიზაციისა და გლობალური დღის წესრიგის უკეთესი წარმომადგენლობა ევროკავშირის პროგრამებში, რომლებიც ფოკუსირებულია დეცენტრალიზებულ თანამშრომლობასა და ადგილობრივ ხელისუფლებაზე. ადგილობრივ და რეგიონულ მთავრობებს ესაჭიროებათ მხარდაჭერა ფინანსურად და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ეფექტური ცვლილებების განსახორციელებლად. მეტიც. მჭიდრო პარტნიორობა და თანამშრომლობა ადგილობრივ და ფედერალურ მთავრობებს შორის, საერთაშორისო ჩარჩოები მუნიციპალურ დონეზე პოზიტიური სწავლებისა და გამოცდილების გაზიარება, საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელობა და ფინანსური მხარდაჭერა უნდა გახდეს წარმატების გასაღები SDG-ის მიზნების მისაღწევად“ , – განაცხადა თენგიზ მთავარელიშვილმა.

საკრებულოს თავმჯდომარემ, მდგრადი განვითარების მიზნების მიმართულებით თელავის  მუნიციპალიტეტში განხორციელებული ღონისძიებები მიმოიხილა და  არსებული გამოწვევების დაძლევისა და საერთო მიზნების მისაღწევის გზაზე ერთობლივი გადაწყვეტილებების მისაღებად კოლეგები საქართველოში დაპატიჟა.

ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპული პლატფორმის (PLATFORMA) პოლიტიკური საბჭოს სხდომას ასევე ესწრებოდნენ, PLATFORMA – ის წევრი, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი, ფრაქციის ,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოსთვის’’ თავმჯდომარის მოადგილე – ლევან აბაშიძე და ევროპის მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭოს (CEMR) დელეგაციის წარმომადგენლები, CEMR-ის ვიცე-პრეზიდენტი, ათეა-ს აღმასრულებელი დირექტორი, ნინო რუხაძე და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი, ქეთევან ხომერიკი.

 

ფოტო გალერეა

Facebook Et-twitter Linkedin Youtube Flickr
  • სწრაფი ბმულები

    • ორგანიზაციის მისია

    • ათეა-ს გუნდი

    • კონსულტაციები

    • სიახლეები

კონტაქტი

თბილისი, ვანო სარაჯიშვილის ქ. N 3
+995 322-72-67-34/35
office@nala.ge
Copyright © 2025 Powered by –