2024 წელს ათეა–ს მიერ დაფუძნდა მაღალმთიანი რეგიონებისა და თვითმმართველი ქალაქების თემატური ჯგუფები, რომლებიც აერთიანებს მუნიციპალიტეტების უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებს. თემატური ჯგუფების მიზანია მრავალდონიანი დიალოგის წარმოების ხელშეწყობა, რაც გულისხმობს მუნიციპალიტეტებში არსებულ გამოწვევებთან, საჭიროებებთან და აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით ცენტრალურ ხელისუფლებასთან დისკუსიების გამართვას და ერთიანი ხედვისა და არსებული პრობლემების დაძლევის მექანიზმების შემუშავებას.