+995 322-72-67-34/35
office@nala.ge
Facebook X-twitter Linkedin Youtube Flickr
  • Georgian (Georgia)
    • English
  • ჩვენ შესახებ
    • მისია და მიზნები
    • მმართველობა
    • წესდება
    • ათეა-ს გუნდი
  • თანამშრომლობა
    • დელეგაცია ევროპის საბჭოს კონგრესში
    • დელეგაცია ევროპის მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭოში (CEMR)
    • დელეგაცია ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპულ პლატფორმაში (PLATFORMA)
    • დელეგაცია ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში (CORLEAP)
    • დელეგაცია გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ქსელში (UCLG)
    • მემორანდუმები
    • დაძმობილებული ასოციაციები
  • კანონმდებლობა
    • საქართველოს ნორმატიული აქტები
    • საერთაშორისო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ყოველთვიური ბიულეტენი
  • კონტაქტი
  • English
  • საქმიანობა
    • მონაწილეობითი დემოკრატია და ადამიანის უფლებები
    • ადამიანის უფლებების ლოკალიზების კომიტეტი
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის დებულება
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის წევრები
    • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტი
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის დებულება
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის წევრები
    • გენდერული თანასწორობა
    • საუკეთესო პრაქტიკის პროგრამა
  • წევრი მუნიციპალიტეტები
    • თვითმმართველი ქალაქები
    • თემთა მუნიციპალიტეტები
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები
  • სერვისები მუნიციპალიტეტებისთვის
    • კონსულტაციები
    • საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება
    • რეგიონული პლატფორმები
    • თემატური ჯგუფები
  • პროექტები
    • ათეა-ს მიმდინარე პროექტები
    • ათეა-ს დასრულებული პროექტები
  • ბიბლიოთეკა
    • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სახელმძღვანელოები
  • სასარგებლო ბმულები
  • English
მენიუ დამატებითი
  • ჩვენ შესახებ
    • მისია და მიზნები
    • მმართველობა
    • წესდება
    • ათეა-ს გუნდი
  • თანამშრომლობა
    • დელეგაცია ევროპის საბჭოს კონგრესში
    • დელეგაცია ევროპის მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭოში (CEMR)
    • დელეგაცია ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპულ პლატფორმაში (PLATFORMA)
    • დელეგაცია ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში (CORLEAP)
    • დელეგაცია გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ქსელში (UCLG)
    • მემორანდუმები
    • დაძმობილებული ასოციაციები
  • კანონმდებლობა
    • საქართველოს ნორმატიული აქტები
    • საერთაშორისო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ყოველთვიური ბიულეტენი
  • კონტაქტი
  • English
  • საქმიანობა
    • მონაწილეობითი დემოკრატია და ადამიანის უფლებები
    • ადამიანის უფლებების ლოკალიზების კომიტეტი
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის დებულება
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის წევრები
    • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტი
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის დებულება
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის წევრები
    • გენდერული თანასწორობა
    • საუკეთესო პრაქტიკის პროგრამა
  • წევრი მუნიციპალიტეტები
    • თვითმმართველი ქალაქები
    • თემთა მუნიციპალიტეტები
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები
  • სერვისები მუნიციპალიტეტებისთვის
    • კონსულტაციები
    • საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება
    • რეგიონული პლატფორმები
    • თემატური ჯგუფები
  • პროექტები
    • ათეა-ს მიმდინარე პროექტები
    • ათეა-ს დასრულებული პროექტები
  • ბიბლიოთეკა
    • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სახელმძღვანელოები
  • სასარგებლო ბმულები
  • English

თბილისის საკრებულომ სექსუალური შევიწროების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის დამტკიცების თაობაზე დოკუმენტი მიიღო

თებერვალი 21, 2024 /რედაქტორი -Admin

დედაქალაქის საკრებულომ მუნიციპალიტეტის ორგანოებში სექსუალური შევიწროების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის დამტკიცების თაობაზე დოკუმენტი მიიღო, რომელიც  თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივითა და ათეას პარტნიორი, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით შეიქმნა.

დადგენილების მიზანია თბილისის მუნიციპალიტეტის ორგანოებში  სექსუალური შევიწროებისა და დისკრიმინაციისგან თავისუფალი გარემოს  შექმნის ხელშეწყობა, სექსუალური შევიწროების ფაქტებზე სწრაფი და ეფექტიანი რეაგირების განხორციელება და შემავიწროებლისთვის პროპორციული, ადეკვატური და სათანადო პასუხისმგებლობის დაკისრება.

როგორც გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, თინათინ ნიბლოშვილმა, აღნიშნა, საქართველოსთვის, როგორც ევროკავშირის  წევრობის კანდიდატი სახელმწიფოსთვის, მნიშვნელოვანია, რომ კიდევ უფრო  მეტად დაუახლოვდეს ევროკავშირის სამართლის სისტემას.

„თბილისის მუნიციპალიტეტის ორგანოებში სექსუალური შევიწროების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის დამტკიცების   მიზანია ხელი შეუწყოს პირთა თანასწორუფლებიანობის დაცვასა და დისკრიმინაციული შემთხვევების თავიდან აცილებას. ჩვენ გვქონდა  არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციები და ყოველი მათგანი გავითვალისწინეთ, რადგან  ჩვენი მიზანია, რომ ყოველდღიურად უფრო და უფრო დავუახლოვდეთ ევროპულ კანონმდებლობას“,  –  განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა

საკრებულოს სხდომაზე  წარდგენამდე  დოკუმენტი „სექსუალური შევიწროების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის დამტკიცების თაობაზე“  იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომაზე განიხილეს, სადაც აღინიშნა, რომ  სექსუალური შევიწროების პრევენციისა და მასზე რეაგირების პოლიტიკის  დოკუმენტის მიღება და პრაქტიკაში ეფექტიანი გამოყენება საჯარო უწყებაში  სექსუალური შევიწროების შემთხვევების და თავიდან აცილებისკენ  გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

აღსანიშნავია, რომ სექსუალური შევიწროების პრევენციისა და მასზე რეაგირების შიდა მექანიზმი  ითვალისწინებს პრევენციის ღონისძიებებს, რომლებსაც მუნიციპალიტეტის  საკრებულოს თავმჯდომარის/მუნიციპალიტეტის მერის მიერ შერჩეული სპეციალისტი/მრჩეველი ახორციელებს. მექანიზმი უზრუნველყოფს  მუნიციპალიტეტის ორგანოებში სექსუალური შევიწროების შემთხვევების  თავიდან აცილებას და სექსუალური შევიწროების აღმოფხვრის საკითხებზე  თანამშრომლების ინფორმირებულობას.

როგორც საკრებულოს სხდომაზე აღნიშნეს, დღეის მდგომარეობით 16 საჯარო უწყებაში სექსუალური შევიწროების ფაქტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმები უკვე დამტკიცებულია.  აღნიშნულ უწყებებს შორისაა განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს პროკურატურა, საჯარო სამსახურის ბიურო, სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებელი, რეგიონული განვითარებისა და  ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საგარეო საქმეთა სამინისტრო და ა.შ.

Facebook Et-twitter Linkedin Youtube Flickr
  • სწრაფი ბმულები

    • ორგანიზაციის მისია

    • ათეა-ს გუნდი

    • კონსულტაციები

    • სიახლეები

კონტაქტი

თბილისი, ვანო სარაჯიშვილის ქ. N 3
+995 322-72-67-34/35
office@nala.ge
Copyright © 2025 Powered by –