ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული კონგრესი წევრი 46 ქვეყნის ახალგაზრდა დელეგატებისთვის კონკურსს აცხადებს, რაც კონგრესის მიერ 2025 წელს დაგეგმილ მარტისა და ოქტომბრის პლენარულ სესიებში ჩართვას გულისხმობს.
18 -დან 30 წლამდე ახალგაზრდა დელეგატებს შესაძლებლობა მიეცემათ გამართონ დიალოგი ადგილობრივ და რეგიონულ დონეებზე არჩეულ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან და გამოხატონ საკუთარი შეხედულებები განხილულ საკითხებზე.
განაცხადები მიიღება 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
კონკურსში მონაწილეობისა და განაცხადების წარდგენის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ვრცლად
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია გისურვებთ წარმატებას!
Add comment