+995 322-72-67-34/35
office@nala.ge
Facebook X-twitter Linkedin Youtube Flickr
  • Georgian (Georgia)
    • English
  • ჩვენ შესახებ
    • მისია და მიზნები
    • მმართველობა
    • წესდება
    • ათეა-ს გუნდი
  • თანამშრომლობა
    • დელეგაცია ევროპის საბჭოს კონგრესში
    • დელეგაცია ევროპის მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭოში (CEMR)
    • დელეგაცია ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპულ პლატფორმაში (PLATFORMA)
    • დელეგაცია ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში (CORLEAP)
    • დელეგაცია გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ქსელში (UCLG)
    • მემორანდუმები
    • დაძმობილებული ასოციაციები
  • კანონმდებლობა
    • საქართველოს ნორმატიული აქტები
    • საერთაშორისო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ყოველთვიური ბიულეტენი
  • კონტაქტი
  • English
  • საქმიანობა
    • მონაწილეობითი დემოკრატია და ადამიანის უფლებები
    • ადამიანის უფლებების ლოკალიზების კომიტეტი
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის დებულება
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის წევრები
    • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტი
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის დებულება
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის წევრები
    • გენდერული თანასწორობა
    • საუკეთესო პრაქტიკის პროგრამა
  • წევრი მუნიციპალიტეტები
    • თვითმმართველი ქალაქები
    • თემთა მუნიციპალიტეტები
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები
  • სერვისები მუნიციპალიტეტებისთვის
    • კონსულტაციები
    • საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება
    • რეგიონული პლატფორმები
    • თემატური ჯგუფები
  • პროექტები
    • ათეა-ს მიმდინარე პროექტები
    • ათეა-ს დასრულებული პროექტები
  • ბიბლიოთეკა
    • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სახელმძღვანელოები
  • სასარგებლო ბმულები
  • English
მენიუ დამატებითი
  • ჩვენ შესახებ
    • მისია და მიზნები
    • მმართველობა
    • წესდება
    • ათეა-ს გუნდი
  • თანამშრომლობა
    • დელეგაცია ევროპის საბჭოს კონგრესში
    • დელეგაცია ევროპის მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭოში (CEMR)
    • დელეგაცია ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპულ პლატფორმაში (PLATFORMA)
    • დელეგაცია ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში (CORLEAP)
    • დელეგაცია გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ქსელში (UCLG)
    • მემორანდუმები
    • დაძმობილებული ასოციაციები
  • კანონმდებლობა
    • საქართველოს ნორმატიული აქტები
    • საერთაშორისო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ყოველთვიური ბიულეტენი
  • კონტაქტი
  • English
  • საქმიანობა
    • მონაწილეობითი დემოკრატია და ადამიანის უფლებები
    • ადამიანის უფლებების ლოკალიზების კომიტეტი
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის დებულება
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის წევრები
    • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტი
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის დებულება
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის წევრები
    • გენდერული თანასწორობა
    • საუკეთესო პრაქტიკის პროგრამა
  • წევრი მუნიციპალიტეტები
    • თვითმმართველი ქალაქები
    • თემთა მუნიციპალიტეტები
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები
  • სერვისები მუნიციპალიტეტებისთვის
    • კონსულტაციები
    • საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება
    • რეგიონული პლატფორმები
    • თემატური ჯგუფები
  • პროექტები
    • ათეა-ს მიმდინარე პროექტები
    • ათეა-ს დასრულებული პროექტები
  • ბიბლიოთეკა
    • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სახელმძღვანელოები
  • სასარგებლო ბმულები
  • English

ა.თ.ე.ა-ს თვითმმართველი ქალაქების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ბათუმში

ივნისი 12, 2025 /რედაქტორი -NALAG

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (ა.თ.ე.ა.) ორგანიზებით გაიმართა თვითმმართველი ქალაქების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რომელსაც მასპინძლობა ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ გაუწია.

ღონისძიება  ჰიბრიდულ ფორმატს მოიცავდა და მასში თვითმმართველი ქალაქების მერებისა და საკრებულოების წევრებთან ერთად  ჩართულნი იყვნენ უცხოელი ექსპერტები.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ადგილობრივი თვითმმართველობის როლის გაძლიერება ევროინტეგრაციის პროცესში, განათლების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავება და საერთაშორისო პარტნიორული ურთიერთობების გაფართოება.

ღონისძიების ფარგლებში მოხსენებებით წარდგნენ ა.თ.ე.ა-ს აღმასრულებელი დირექტორი, ნინო რუხაძე და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის მუნიციპალური ასოციაციების გაერთიანების ექსპერტები: კელმენდ ზაიაზი და ელტონ სტაფა.

ა.თ.ე.ა-ს პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის  მუნიციპალური ასოციაციების გაერთიანების სახელმძღვანელო დოკუმენტი წარადგინეს და მონაწილეებს გაუზიარეს რეგიონის გამოცდილება მუნიციპალიტეტების ინტერესების ადვოკატირების მიმართულებით.

ექსპერტებმა დამსწრე საზოგადოებას  ასევე გააცნეს ევროკავშირთან ასოცირების პროცესის ფარგლებში მუნიციპალიტეტებისთვის ხელმისაწვდომი შესაძლებლობები, მათ შორის — IPA პროგრამები, სტრუქტურული ფონდები და რეფორმების დღის წესრიგი, რაც ადგილობრივი თვითმმართველობების მდგრად განვითარებასა და გაძლიერებას ემსახურება.

სესიის ფარგლებში აგრეთვე  ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის ინსტიტუტებზე,  როგორც ა.თ.ე.ა-ს ძირითად პარტნიორებზე ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების პროცესში.

ღონისძიების მეორე ნაწილში ნინო რუხაძემ მონაწილეებს დეტალურად გააცნო აზია-წყნარი ოკეანის ქალაქებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანიზაციასთან (UCLG ASPAC), ასევე სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრთან გაფორმებული მემორანდუმების მიზნები, რომლებიც ორიენტირებულია მუნიციპალიტეტებისთვის საერთაშორისო პროფესიულ ქსელებში ინტეგრაციის, განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდისა და ადგილობრივი მმართველობის ინსტიტუციური გაძლიერების უზრუნველყოფაზე.

UCLG ASPAC-ის შესახებ პრეზენტაციისას ასოციაციის ხელმძღვანელმა წარადგინა აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში ადგილობრივი თვითმმართველობების ყველაზე მასშტაბური გაერთიანება, რომელიც ადგილობრივი ხელისუფლებების ერთადერთი ოფიციალური წარმომადგენელია გაეროში. აღსანიშნავია, რომ ორგანიზაცია ხელს უწყობს დემოკრატიული თვითმმართველობის განვითარებასა და საერთაშორისო თანამშრომლობას. მისი სტრატეგია ეფუძნება მდგრად განვითარებას, გენდერულ თანასწორობასა და გლობალური დღის წესრიგის ლოკალიზაციას.

ნინო რუხაძემ, ასევე დააანონსა UCLG ASPAC-ის რიგით მე-10 კონგრესი, რომელიც 2025 წლის 24-27 სექტემბერს სამხრეთ კორეის ქალაქ გოიანგში გაიმართება. კონგრესი მოიცავს თემატურ და ქვერეგიონულ კომიტეტებს, მერთა მრგვალ მაგიდას, გენერალურ ასამბლეას, სასწავლო ფორუმს, ინოვაციების სივრცეს და გამოფენებს.

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრთან თანამშრომლობის შესახებ საუბრისას ა.თ.ე.ა-ს ხელმძღვანელმა  აღნიშნა რომ გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან შერჩეულმა 15-მა საჯარო მოხელემ საბერძნეთში უკვე გაიარა კვალიფიკაციის ამაღლების სპეციალური პროგრამა. მისი ინფორმაციით, თანამშრომლობა აქტიურ რეჟიმში გაგრძელდება და მომდევნო ეტაპები მოიცავს პროფესიული განვითარების დამატებითი შესაძლებლობების შეთავაზებას მუნიციპალიტეტების საჭიროებების გათვალისწინებით.

შეხვედრაში ჩართულნი იყვნენ: ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი – გიორგი მურვანიძე,  ფოთის მუნიციპალიტეტის მერი – ბექა ვაჭარაძე, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე – კახა გურული, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  თავმჯდომარის მოადგილე – თინათინ ნიბლოშვილი, დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე – ოთარ გრიგოლია და ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის უფროსი, პეტრე ადამაძე.

ღონისძიების შემდგომ მონაწილეებმა მოინახულეს ბათუმის რეაბილიტირებული რუსთაველის ქუჩა და ყინულის არენა, როგორც წარმატებული ურბანული განახლებისა და ინფრასტრუქტურული განვითარების მაგალითები.

თვითმმართველი ქალაქების თემატური ჯგუფი, რომელიც აერთიანებს მუნიციპალიტეტების უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებს, ა.თ.ე.ა-ს მიერ 2024 წელს დაფუძნდა. ჯგუფის მიზანია მრავალდონიანი დიალოგის წარმოების ხელშეწყობა,  რაც გულისხმობს მუნიციპალიტეტებში არსებულ გამოწვევებთან, საჭიროებებთან და აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით ცენტრალურ ხელისუფლებასთან დისკუსიების გამართვას და ერთიანი ხედვისა და არსებული პრობლემების  დაძლევის  მექანიზმების შემუშავებას.

ფოტო გალერეა

Facebook Et-twitter Linkedin Youtube Flickr
  • სწრაფი ბმულები

    • ორგანიზაციის მისია

    • ათეა-ს გუნდი

    • კონსულტაციები

    • სიახლეები

კონტაქტი

თბილისი, ვანო სარაჯიშვილის ქ. N 3
+995 322-72-67-34/35
office@nala.ge
Copyright © 2025 Powered by –