+995 511 53 53 81
office@nala.ge
Facebook X-twitter Linkedin Youtube Flickr
  • Georgian (Georgia)
    • English
  • ჩვენ შესახებ
    • მისია და მიზნები
    • მმართველობა
    • წესდება
    • ათეა-ს გუნდი
  • თანამშრომლობა
    • დელეგაცია ევროპის საბჭოს კონგრესში
    • დელეგაცია ევროპის მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭოში (CEMR)
    • დელეგაცია ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპულ პლატფორმაში (PLATFORMA)
    • დელეგაცია ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში (CORLEAP)
    • დელეგაცია გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ქსელში (UCLG)
    • მემორანდუმები
    • დაძმობილებული ასოციაციები
  • კანონმდებლობა
    • საქართველოს ნორმატიული აქტები
    • საერთაშორისო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ყოველთვიური ბიულეტენი
  • კონტაქტი
  • English
  • საქმიანობა
    • მონაწილეობითი დემოკრატია და ადამიანის უფლებები
    • ადამიანის უფლებების ლოკალიზების კომიტეტი
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის დებულება
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის წევრები
    • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტი
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის დებულება
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის წევრები
    • გენდერული თანასწორობა
    • საუკეთესო პრაქტიკის პროგრამა
  • წევრი მუნიციპალიტეტები
    • თვითმმართველი ქალაქები
    • თემთა მუნიციპალიტეტები
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები
  • სერვისები მუნიციპალიტეტებისთვის
    • ონლაინ სემინარები
    • საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება
    • რეგიონული პლატფორმები
    • თემატური ჯგუფები
  • პროექტები
    • ათეა-ს მიმდინარე პროექტები
    • ათეა-ს დასრულებული პროექტები
  • ბიბლიოთეკა
    • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სახელმძღვანელოები
    • ტიპური დოკუმენტები
  • სასარგებლო ბმულები
  • English
მენიუ დამატებითი
  • ჩვენ შესახებ
    • მისია და მიზნები
    • მმართველობა
    • წესდება
    • ათეა-ს გუნდი
  • თანამშრომლობა
    • დელეგაცია ევროპის საბჭოს კონგრესში
    • დელეგაცია ევროპის მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭოში (CEMR)
    • დელეგაცია ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპულ პლატფორმაში (PLATFORMA)
    • დელეგაცია ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში (CORLEAP)
    • დელეგაცია გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ქსელში (UCLG)
    • მემორანდუმები
    • დაძმობილებული ასოციაციები
  • კანონმდებლობა
    • საქართველოს ნორმატიული აქტები
    • საერთაშორისო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ყოველთვიური ბიულეტენი
  • კონტაქტი
  • English
  • საქმიანობა
    • მონაწილეობითი დემოკრატია და ადამიანის უფლებები
    • ადამიანის უფლებების ლოკალიზების კომიტეტი
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის დებულება
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის წევრები
    • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტი
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის დებულება
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის წევრები
    • გენდერული თანასწორობა
    • საუკეთესო პრაქტიკის პროგრამა
  • წევრი მუნიციპალიტეტები
    • თვითმმართველი ქალაქები
    • თემთა მუნიციპალიტეტები
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები
  • სერვისები მუნიციპალიტეტებისთვის
    • ონლაინ სემინარები
    • საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება
    • რეგიონული პლატფორმები
    • თემატური ჯგუფები
  • პროექტები
    • ათეა-ს მიმდინარე პროექტები
    • ათეა-ს დასრულებული პროექტები
  • ბიბლიოთეკა
    • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სახელმძღვანელოები
    • ტიპური დოკუმენტები
  • სასარგებლო ბმულები
  • English

ა.თ.ე.ა მასპინძლობს პროექტის „EcoYOU“ რუმინელ და მოლდოველ პარტნიორებს

მაისი 30, 2025 /რედაქტორი -NALAG

2-6 ივნისს საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (ა.თ.ე.ა) მასპინძლობს  პროექტის „EcoYOU: ეკოლოგიურად სუფთა და მწვანე აზროვნება ეკომეგობრული ქცევისათვის“ პარტნიორებს რუმინეთიდან და მოლდოვიდან.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიებები, რომლებიც პროექტის სპეციფიკიდან გამომდინარე, გორის მუნიციპალიტეტში, ტანისა და თეძმის დაცულ ტერიტორიაზე, სასტუმროში ,,Solo Grand Boshuri Hotel” მოეწყობა.

ღონისძიების მიზანია გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, ეკომეგობრული პრაქტიკის ხელშეწყობა და ახალგაზრდებისა და ადგილობრივი თემების ჩართულობის გაძლიერება.

სტუმრებთან ერთად აქტივობებში ჩაერთვებიან ა.თ.ე.ა-ს წარმომადგენლები,  ადგილობრივი ახალგაზრდები, არასამთავრობო ორგანიზაციები, გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები, მასწავლებლები და თემით დაინტერესებული სხვა პირები.

ხუთდღიანი პროგრამა მოიცავს, როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს – მათ შორის ბიომრავალფეროვნებაზე და ეკოლოგიურად პასუხისმგებელ ქცევებზე ორიენტირებულ დისკუსიებს, ეკო-ბანაკის მოწყობის ტრენინგს, ფოკუს ჯგუფების მუშაობას და ერთობლივ ბანაკს. მონაწილეები გაიზიარებენ საგანმანათლებლო და ინსპირაციულ გამოცდილებას, რომლის მიზანია გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და მდგრადი პრაქტიკის დანერგვა.  განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ნარჩენების მართვას, ბუნებრივ გარემოზე ზემოქმედების მინიმიზაციას და მდგრადი მასალების გამოყენებას.

დღის წესრიგი ასევე მოიცავს  დასუფთავების აქციას, სადაც ახალგაზრდები აქტიურად მიიღებენ მონაწილეობას, ღონისძიების ბოლოს კი გაიმართება  შეხვედრა სახელწოდებით „8 ზეგანაკვეთური საათი ეკოლოგიურად დადებითი ზემოქმედებისთვის“. აღნიშნული  აქტივობა მოიცავს მოხალისეთა ჯგუფების პროფესიული გამოცდილების გაზიარებას არასამუშაო საათებში. ჯგუფები დაკომპლექტებული იქნება სხვადასხვა სფეროს სპეციალისტებით, მათ შორის მარკეტინგის, კომუნიკაციის, გაყიდვების, იურიდიული, IT, განათლების, გარემოს დაცვის, მენეჯმენტის და სხვა პროფესიონალებით.  პარალელურად გაიმართება ფოკუს ჯგუფის დისკუსიაც.

აღსანიშნავია, რომ პროექტს, რომელიც შავი ზღვის აუზის პროგრამის (Interreg VI-B) NEXT Black Sea Basin Programme) ფარგლებში, ევროკავშირის თანადაფინანსებით მიმდინარეობს, საქართველოში ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (ა.თ.ე.ა) ახორციელებს.

პროექტის მიზანია  თემებისა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების ჩართულობის დონის გაზრდა გარემოს დაცვის აქტივობებში, განსაკუთრებით მდინარეების, ტბებისა და ზღვის სანაპიროებზე მიკროპლასტმასის რაოდენობის შემცირების ნაწილში.

პროექტი “EcoYOU” ითვალისწინებს ტრანსნაციონალურ  თანამშრომლობას გარემოსდაცვით არასამთავრობო ორგანიზაციებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებს, საჯარო მოხელეებსა და ახალგაზრდულ ჯგუფებს შორის. პროექტის მთავარი ამოცანაა საერთო რესურსების გამოყენებითა და გამოცდილებების გაზიარებით ეფექტურად გადაჭრას დაბინძურების პრობლემები.

აღნიშნული პროექტი ასევე ხორციელდება მოლდოვისა და რუმინეთის რესპუბლიკებში.

Facebook Et-twitter Linkedin Youtube Flickr
  • სწრაფი ბმულები

    • ორგანიზაციის მისია

    • ათეა-ს გუნდი

    • კონსულტაციები

    • სიახლეები

კონტაქტი

თბილისი, ვანო სარაჯიშვილის ქ. N 3
+995 511 53 53 81
office@nala.ge
ს/კოდი: 200125676
Copyright © 2025 Powered by –