საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ (ა.თ.ე.ა.) ივლისის თვე ახალგაზრდულ საკითხებს მიუძღვნა.
ასოციაციის ყოველთვიურ საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის პროექტი — „ახალგაზრდები მომავლისთვის!“, რომელიც ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდების ჩართულობის წარმატებული მაგალითია.
შეხვედრა გაიმართება 25 ივლისს, 11:00 საათზე, ონლაინ ფორმატში ZOOM პლატფორმის მეშვეობით და მას წარუძღვება ნინო ბატიაშვილი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე.
განსახილველი საკითხებია: ორდონიანი ახალგაზრდული საბჭოს შექმნის გამოცდილება; საბჭოს საქმიანობა და სამართლებრივი პროცედურები; განხორციელებული საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული აქტივობები; პროექტის გავლენა და მიღწეული შედეგები; ფინანსური რესურსები და პარტნიორული თანამშრომლობა;
დეტალურ ინფორმაციას მიიღებთ რეგისტრაციისას მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე.
პროექტი „ახალგაზრდები მომავლისთვის!“ გამარჯვებულია ა.თ.ე.ა-ს საუკეთესო პრაქტიკის კონკურსის 2022-2023 წლის ნომინაციაში — „ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელება და ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობა“.
გავუზიაროთ ერთმანეთთან წარმატებული გამოცდილება და ერთად გავაძლიეროთ თვითმმართველობა ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობით!