პროექტის ,,აგროთესლების მცველები ბიომრავალფეროვნების, აგრობიომრავალფეროვნების, ეკოსისტემური სერვისებისთვის და კლიმატის ადაპტაციისთვის“ ფარგლებში, 5-6 ნოემბერს მოეწყო პროექტის პირველი სასწავლო ვიზიტი თურქეთის ქალაქ ტრაბზონში.
აღსანიშნავია, რომ პროექტს, რომელიც ევროკავშირის თანადაფინანსებით, შავი ზღვის აუზის პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს, საქართველოში საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია ახორციელებს.
სასწავლო ვიზიტის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ ბოსტნეულის ტრადიციული ჯიშებისა და სახეობების თესლის დაცვის და ეკოსისტემური სერვისების გაუმჯობესების ადგილობრივ მიდგომებს. გარდა ამისა, ვიზიტის ფარგლებში გაიმართა პროექტის მონაწილე პარტნიორთა შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი ქვეყნების გამოცდილება და დეტალურად განიხილეს პროექტის შემდგომი აქტივობები.
#seedguard
Add comment