სოციალურ ქსელში ათეა-ს ახალი პორტალი ჩაეშვა.
განახლებული და თანამედროვე დიზაინის მქონე ვებ-გვერდი www.nala.ge მოიცავს სრულ ინფორმაციას ათეა-ს, მისი წევრი მუნიციპალიტეტებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ.
პორტალის მეშვეობით საზოგადოება მრავალფეროვან და განახლებად ინფორმაციას მიიღებს ათეა-ს მიერ მუნიციპალიტეტებისთვის შექმნილი სერვისების შესახებ და დეტალურად გაეცნობა თვითმმართველი ერთეულების მიერ განხორციელებულ მნიშვნელოვან ღონისძიებებს.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ვებ-გვერდზე ფუნქციონირებს საქართველოს რუკა, რომელიც მომხმარებელს საშუალებას მისცემს დეტალურად გაეცნოს ინფორმაციას ამა თუ იმ მუნიციპალიტეტში განხორციელებული და მიმდინარე საერთაშორისო პროექტების შესახებ.
ათეა მადლობას უხდის კომპანიას ,,DIGITAL OOZE” ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.
განსაკუთრებული მადლობა პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერებს – ლუკა კუპრეიშვილს და პაპუნა ცხევდიანს, რომლებმაც ასოციაციის მოთხოვნების გათვალისწინებით, მოკლე დროში სრულ შესაბამისობაში მოიყვანეს პორტალი.
Add comment