+995 322-72-67-34/35
office@nala.ge
Facebook X-twitter Linkedin Youtube Flickr
  • Georgian (Georgia)
    • English
  • ჩვენ შესახებ
    • მისია და მიზნები
    • მმართველობა
    • წესდება
    • ათეა-ს გუნდი
  • თანამშრომლობა
    • დელეგაცია ევროპის საბჭოს კონგრესში
    • დელეგაცია ევროპის მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭოში (CEMR)
    • დელეგაცია ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპულ პლატფორმაში (PLATFORMA)
    • დელეგაცია ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში (CORLEAP)
    • დელეგაცია გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ქსელში (UCLG)
    • მემორანდუმები
    • დაძმობილებული ასოციაციები
  • კანონმდებლობა
    • საქართველოს ნორმატიული აქტები
    • საერთაშორისო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ყოველთვიური ბიულეტენი
  • კონტაქტი
  • English
  • საქმიანობა
    • მონაწილეობითი დემოკრატია და ადამიანის უფლებები
    • ადამიანის უფლებების ლოკალიზების კომიტეტი
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის დებულება
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის წევრები
    • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტი
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის დებულება
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის წევრები
    • გენდერული თანასწორობა
    • საუკეთესო პრაქტიკის პროგრამა
  • წევრი მუნიციპალიტეტები
    • თვითმმართველი ქალაქები
    • თემთა მუნიციპალიტეტები
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები
  • სერვისები მუნიციპალიტეტებისთვის
    • კონსულტაციები
    • საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება
    • რეგიონული პლატფორმები
    • თემატური ჯგუფები
  • პროექტები
    • ათეა-ს მიმდინარე პროექტები
    • ათეა-ს დასრულებული პროექტები
  • ბიბლიოთეკა
    • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სახელმძღვანელოები
  • სასარგებლო ბმულები
  • English
მენიუ დამატებითი
  • ჩვენ შესახებ
    • მისია და მიზნები
    • მმართველობა
    • წესდება
    • ათეა-ს გუნდი
  • თანამშრომლობა
    • დელეგაცია ევროპის საბჭოს კონგრესში
    • დელეგაცია ევროპის მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭოში (CEMR)
    • დელეგაცია ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპულ პლატფორმაში (PLATFORMA)
    • დელეგაცია ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში (CORLEAP)
    • დელეგაცია გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ქსელში (UCLG)
    • მემორანდუმები
    • დაძმობილებული ასოციაციები
  • კანონმდებლობა
    • საქართველოს ნორმატიული აქტები
    • საერთაშორისო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ყოველთვიური ბიულეტენი
  • კონტაქტი
  • English
  • საქმიანობა
    • მონაწილეობითი დემოკრატია და ადამიანის უფლებები
    • ადამიანის უფლებების ლოკალიზების კომიტეტი
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის დებულება
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის წევრები
    • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტი
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის დებულება
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის წევრები
    • გენდერული თანასწორობა
    • საუკეთესო პრაქტიკის პროგრამა
  • წევრი მუნიციპალიტეტები
    • თვითმმართველი ქალაქები
    • თემთა მუნიციპალიტეტები
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები
  • სერვისები მუნიციპალიტეტებისთვის
    • კონსულტაციები
    • საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება
    • რეგიონული პლატფორმები
    • თემატური ჯგუფები
  • პროექტები
    • ათეა-ს მიმდინარე პროექტები
    • ათეა-ს დასრულებული პროექტები
  • ბიბლიოთეკა
    • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სახელმძღვანელოები
  • სასარგებლო ბმულები
  • English

ათეა-ს ორგანიზებით, BPP მეექვსე ეროვნული კონფერენცია გაიმართა

დეკემბერი 15, 2023 /რედაქტორი -Admin

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ (ათეა), რიგით მეექვსე ეროვნული კონფერენცია გამართა და საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის (BPP) კონკურსში გამარჯვებული 12 მუნიციპალიტეტი დააჯილდოვა.

სპეციალური პრიზები და სიგელები, ამბროლაურის, ბათუმის, ზუგდიდის, ლაგოდეხის, ონის, სენაკის, ფოთისა და ქუთაისის ასევე, დედოფლისწყაროს, დმანისისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების პირველ პირებს გადაეცათ.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიება, ევროკავშირის (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ინიციატივა „მერები ეკონომიკური ზრდისთვის (M4EG), დანიის მთავრობის , ასევე აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ), მხარდაჭერით მოეწყო.

დაჯილდოების ცერემონიამდე, დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა, დანიის ელჩმა საქართველოში, ენ ტოფტ სორენსენმა და ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ, კატალინ გერმანმა, ასევე საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, ანნა ჩერნიშოვამ, USAID-ის DRG ოფისის დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა, კორინ როთბლუმმა, საქართველოში გერმანიის საელჩოს განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, ლიდია კრისტმანმა და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში, პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ნიკო თათულაშვილმა.

გამომსვლელებმა კონკურსის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ხაზი გაუსვეს ათეას ფასდაუდებელ როლს საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიმართულებით. მათ მიერ, ასევე აღინიშნა, რომ ასოციაცია, სტიმულს აძლევს თვითმმართველ ერთეულებს ყოველ წელს უზრუნველყონ უკეთესი სერვისები.

ფართომასშტაბიანი კონფერენცია, რამდენიმე სესიად დაიყო, სადაც დამსწრე საზოგადოებას საშუალება ჰქონდა დეტალურად გასცნობოდა ათეას პროექტს, „პარტნიორობა ადგილობრივ დონეზე საჯარო მმართველობის რეფორმისთვის საქართველოში“.

როგორც აღნიშნული პროექტის დირექტორმა, დავით მელუამ, განმარტა, ევროპის კავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი, ქართულ არასამთავრობო სექტორთან ერთად ხორციელდება, მის მიზანს კი, წარმოადგენს საჯარო მმართველობის რეფორმის მონიტორინგი და მუნიციპალიტეტების დახმარება, აღნიშნული რეფორმის წარმატებით განხორციელებაში.

მომდევნო სესიები გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლებს დაეთმოთ. UNDP-ის კონსულტანტმა, ანატოლი კორეპანოვმა, მუნიციპალურ დონეზე სპორტული პოლიტიკის შემუშავების პრინციპებზე ისაუბრა და კონფერენციის მონაწილეებს, ქუთაისის მუნიციპალიტეტის გამოცდილება გაუზიარა. ევროკავშირის და გაეროს განვითარების პროგრამის ინიციატივა „მერები ეკონომიკური ზრდისთვის (M4EG)” პროექტის მენეჯერმა, თინათინ ტყეშელაშვილმა კი, საზოგადოებას პროექტის მუნიციპალიტეტების მხარდასაჭერად მიმდინარე საქმიანობა და სამომავლო აქტივობები გააცნო.

დღესვე, USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ექსპერტმა, შოთა მურღულიამ, პრეზენტაციის სახით კვლევა წარმოადგინა, რომელიც მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი შემოსავლების წყაროების ანალიზზე დაყრდნობით შემუშავდა.

კონფერენციის დასკვნითი ნაწილი დაჯილდოების ცერემონიას დათმო, რომელსაც ფასილიტაციას უწევდა საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის ექსპერტი, ნინო ზურაბიშვილი.

ექსპერტის განცხადებით, წინა წლებთან შედარებით, 2022-2023 წლების კონკურსისთვის შერჩეულ 14 თემაზე, რეკორდული რაოდენობის, 67 განაცხადი იყო წარმოდგენილი, საიდანაც წარმატებულ და კარგ პრაქტიკად 12 პროექტი დასახელდა.

ნინო ზურაბიშვილის განმარტებით, გამარჯვებული თვითმმართველი ერთეულები საუკეთესო პრაქტიკის კონკურსის მმართველმა კომიტეტმა, საჯარო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებითა და შესაბამისი დარგის ექსპერტებით დაკომპლექტებული შეფასების კომისიის რეკომენდაციის გათვალისწინებით გამოავლინა.

ფართომასშტაბიან ეროვნულ კონფერენციას, რომელიც სასტუმროში ,, ჰოლიდეი ინნ თბილისი“ გაიმართა, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, ასევე არასამთავრობო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო განვითარების სააგენტოების წარმომადგენლები, საქართველოს მუნიციპალიტეტების პირველი პირები და დარგის აღიარებული ექსპერტები ესწრებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია, დონორი ორგანიზაციების ხელშეწყობით, 2018 წლიდან ახორციელებს საუკეთესო პრაქტიკის პროგრამას (Best Practice Program), რომელიც ევროპის საბჭოს მიერ აღიარებული ინსტრუმენტია კარგი მმართველობის წარმატებული მაგალითების გამოვლენისა და გაზიარებისთვის.

ფოტო გალერეა

Facebook Et-twitter Linkedin Youtube Flickr
  • სწრაფი ბმულები

    • ორგანიზაციის მისია

    • ათეა-ს გუნდი

    • კონსულტაციები

    • სიახლეები

კონტაქტი

თბილისი, ვანო სარაჯიშვილის ქ. N 3
+995 322-72-67-34/35
office@nala.ge
Copyright © 2025 Powered by –