2023 წელს საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციაში ადამიანის უფლებათა დაცვის ლოკალიზაციის კომიტეტი ჩამოყალიბდა,
კომიტეტი, რომელიც ათეა-ს აღმასრულებელი საბჭოს წევრებითაა დაკომპლექტებული, ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული, ევროპის საბჭოს კონგრესისა და ასოციაციის ერთობლივი პროექტის – „საქართველოში ადგილობრივ დონეზე მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება“ ფარგლებში შეიქმნა.
კომიტეტის მიზანია ხელი შეუწყოს დიალოგს ადამიანის უფლებათა ლოკალიზაციის შესახებ და ასოციაციის მიერ შემუშავებული სტრატეგიის ფარგლებში კოორდინაცია გაუწიოს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მუნიციპალიტეტების მიერ განხორციელებულ საქმიანობას.