მიზანი: კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის ხელშეწყობა; ბუნებრივი კატასტროფების რისკების პრევენცია; ეკოსისტემაზე დაფუძნებული მიდგომები.
პროექტის ზოგადი მიზანი: ბოსტნეულის ტრადიციული ჯიშებისა და სახეობების თესლის დაცვას, აგრობიომრავალფეროვნების, ჯანსაღი საკვების მრავალფეროვნების, სასურსათო უსაფრთხოების და ეკოსისტემური სერვისების გაუმჯობესება.
პროექტის კონკრეტული მიზანი: ინიციატივა ასევე ითვალისწინებს ბოსტნეულის მწარმოებლებისთვის გაუმჯობესებული ხელმისაწვდომობის მოდელის დემონსტრირებას – თემის მონაწილეობის საფუძველზე ძველი ტრადიციული ჯიშების თესლის კოლექციების/ბანკების შექმნის გზით.
დონორი ორგანიზაცია: შავი ზღვის თანამშრომლობის პროგრამა.
დაფინანსებულია: (Interreg VI-B) NEXT Black Sea Basin Programme
სამიზნე მუნიციპალიტეტები: განსაზღვრის პროცესშია
პროექტის პერიოდი: 2024-2026.
პროექტი SEEDGUARD ევროკავშირის თანადაფინანსებით ხორციელდება და მასში ჩართულნი არიან შავი ზღვის რეგიონის ოთხი ქვეყნის წარმომადგენელი ორგანიზაციები:
ბულგარეთის შავი ზღვის ადგილობრივ ხელისუფლებათა კავშირი (ბულგარეთი-წამყვანი პარტნიორი);
აღმოსავლეთ შავი ზღვის განვითარების სააგენტო (თურქეთი);
ასოციაცია Global Project (რუმინეთი);
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (საქართველო).
პროექტის სრული ბიუჯეტი ოთხივე პარტნიორისთვის: 489,048.00 ევრო.