+995 322-72-67-34/35
office@nala.ge
Facebook X-twitter Linkedin Youtube Flickr
  • Georgian (Georgia)
    • English
  • ჩვენ შესახებ
    • მისია და მიზნები
    • მმართველობა
    • წესდება
    • ათეა-ს გუნდი
  • თანამშრომლობა
    • დელეგაცია ევროპის საბჭოს კონგრესში
    • დელეგაცია ევროპის მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭოში (CEMR)
    • დელეგაცია ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპულ პლატფორმაში (PLATFORMA)
    • დელეგაცია ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში (CORLEAP)
    • დელეგაცია გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ქსელში (UCLG)
    • მემორანდუმები
    • დაძმობილებული ასოციაციები
  • კანონმდებლობა
    • საქართველოს ნორმატიული აქტები
    • საერთაშორისო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ყოველთვიური ბიულეტენი
  • კონტაქტი
  • English
  • საქმიანობა
    • მონაწილეობითი დემოკრატია და ადამიანის უფლებები
    • ადამიანის უფლებების ლოკალიზების კომიტეტი
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის დებულება
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის წევრები
    • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტი
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის დებულება
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის წევრები
    • გენდერული თანასწორობა
    • საუკეთესო პრაქტიკის პროგრამა
  • წევრი მუნიციპალიტეტები
    • თვითმმართველი ქალაქები
    • თემთა მუნიციპალიტეტები
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები
  • სერვისები მუნიციპალიტეტებისთვის
    • კონსულტაციები
    • საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება
    • რეგიონული პლატფორმები
    • თემატური ჯგუფები
  • პროექტები
    • ათეა-ს მიმდინარე პროექტები
    • ათეა-ს დასრულებული პროექტები
  • ბიბლიოთეკა
    • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სახელმძღვანელოები
  • სასარგებლო ბმულები
  • English
მენიუ დამატებითი
  • ჩვენ შესახებ
    • მისია და მიზნები
    • მმართველობა
    • წესდება
    • ათეა-ს გუნდი
  • თანამშრომლობა
    • დელეგაცია ევროპის საბჭოს კონგრესში
    • დელეგაცია ევროპის მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭოში (CEMR)
    • დელეგაცია ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპულ პლატფორმაში (PLATFORMA)
    • დელეგაცია ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში (CORLEAP)
    • დელეგაცია გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ქსელში (UCLG)
    • მემორანდუმები
    • დაძმობილებული ასოციაციები
  • კანონმდებლობა
    • საქართველოს ნორმატიული აქტები
    • საერთაშორისო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ყოველთვიური ბიულეტენი
  • კონტაქტი
  • English
  • საქმიანობა
    • მონაწილეობითი დემოკრატია და ადამიანის უფლებები
    • ადამიანის უფლებების ლოკალიზების კომიტეტი
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის დებულება
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის წევრები
    • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტი
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის დებულება
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის წევრები
    • გენდერული თანასწორობა
    • საუკეთესო პრაქტიკის პროგრამა
  • წევრი მუნიციპალიტეტები
    • თვითმმართველი ქალაქები
    • თემთა მუნიციპალიტეტები
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები
  • სერვისები მუნიციპალიტეტებისთვის
    • კონსულტაციები
    • საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება
    • რეგიონული პლატფორმები
    • თემატური ჯგუფები
  • პროექტები
    • ათეა-ს მიმდინარე პროექტები
    • ათეა-ს დასრულებული პროექტები
  • ბიბლიოთეკა
    • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სახელმძღვანელოები
  • სასარგებლო ბმულები
  • English

ქართული დელეგაციის წევრები ევროპის საბჭოს კონგრესის ბიუროს განცხადებებს პასუხობენ

თებერვალი 26, 2025 /რედაქტორი -NALAG

სტრასბურგში, ევროპის საბჭოს კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის სხდომა გაიმართა, რომელშიც  ჩართულნი იყვნენ ქართული დელეგაციის ხელმძღვანელისა და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ზურაბ აბაშიძე,  ათეა-ს ვიცე-პრეზიდენტი, დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე – გიორგი ტყემალაძე და თბილისის საკრებულოს წევრი ოთარ გრიგოლია.

სხდომაზე, სადაც ერთ-ერთ საკითხად საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები განიხილებოდა, დელეგაციის წევრები სიტყვით გამოვიდნენ.

ზურაბ აბაშიძე და ოთარ გრიგოლია კონგრესის ბიუროს მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურნენ, სადაც საუბარია განმეორებითი არჩევნების ჩატარებასა და ადგილობრივი არჩევნების გადადებაზე.

„ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის ბიუროს მოწოდება, რომ საქართველოში დაინიშნოს ხელახალი არჩევნები უგულებელყოფს ქართველი ხალხის მიერ გაკეთებულ დემოკრატიულ არჩევანს. დემოკრატიული არჩევნების გზით გამოხატული ნება არის ქართველი ხალხის კონსტიტუციური უფლება და ეს არ უნდა იყოს განხილვის საგანი. მით უმეტეს ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე. სასურველია, ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა იხელმძღვანელონ არა აღქმებით, არამედ რეალური ფაქტებით. გთხოვთ, დაუჯეროთ ფაქტებს და არა სუბიექტურ აღქმებს“- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ და იმედი გამოთქვა, რომ კონგრესი გადახედავს თავის დამოკიდებულებას, რის შედეგადაც გაძლიერდება თანასწორი თანამშრომლობა.

ზურაბ აბაშიძემ თავის გამოსვლაში მედიაგარემოს შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ქართული მედიასივრცე ნამდვილად მრავალფეროვანი და თავისუფალია. მისივე თქმით, ქვეყანაში მრავალი ოპოზიციური მედია მაუწყებლობს.

ოთარ გრიგოლიამ  კი აღნიშნა, რომ  საქართველოში არჩევნების გადადების რეკომენდაცია სცდება კონგრესის მანდატს და ქვეყნის კონსტიტუციის და სუვერენიტეტის უპატივცემულობაა.

დეპუტატის განცხადებით, საქართველოში ადგილობრივი არჩევნების დანიშვნა ქვეყნის კონსტიტუციით არის განსაზღვრული და იგი დათქმულ ვადაში ჩატარდება. მანვე აღნიშნა, რომ  საქართველოს ხელისუფლება არის ლეგიტიმურად არჩეული და არჩევნების შედეგების ეჭვქვეშ დაყენების უფლება არავის აქვს.

„აქციებზე, რომელსაც ოპოზიციური პარტიები და თქვენ მშვიდობიანს უწოდებთ, მომიტინგეების მხრიდან პიროტექნიკის გამოყენების შედეგად პოლიციელები დაშავდნენ. ამას გარდა, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა საჯარო ინფრასტრუქტურა დააზიანეს. სახელმწიფო ინსტიტუტებზე, სამართალდამცველებსა და საჯარო ინფრასტრუქტურაზე ძალადობრივი ქმედებები განხორციელდა, რამაც საფრთხე შეუქმნა საქართველოს კონსტიტუციურ წესრიგს და მისი მოქალაქეების უსაფრთხოებას. შესაბამისად, ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის მიერ ძალადობრივი ჯგუფების „მშვიდობიან დემონსტრანტებად“ მოხსენიებით „- განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.

 

Facebook Et-twitter Linkedin Youtube Flickr
  • სწრაფი ბმულები

    • ორგანიზაციის მისია

    • ათეა-ს გუნდი

    • კონსულტაციები

    • სიახლეები

კონტაქტი

თბილისი, ვანო სარაჯიშვილის ქ. N 3
+995 322-72-67-34/35
office@nala.ge
Copyright © 2025 Powered by –