+995 322-72-67-34/35
office@nala.ge
Facebook X-twitter Linkedin Youtube Flickr
  • Georgian (Georgia)
  • ჩვენ შესახებ
    • მისია და მიზნები
    • მმართველობა
    • წესდება
    • ათეა-ს გუნდი
  • თანამშრომლობა
    • დელეგაცია ევროპის საბჭოს კონგრესში
    • დელეგაცია ევროპის მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭოში (CEMR)
    • დელეგაცია ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპულ პლატფორმაში (PLATFORMA)
    • დელეგაცია ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში (CORLEAP)
    • დელეგაცია გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ქსელში (UCLG)
    • მემორანდუმები
    • დაძმობილებული ასოციაციები
  • კანონმდებლობა
    • საქართველოს ნორმატიული აქტები
    • საერთაშორისო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ყოველთვიური ბიულეტენი
  • კონტაქტი
  • საქმიანობა
    • მონაწილეობითი დემოკრატია და ადამიანის უფლებები
    • ადამიანის უფლებების ლოკალიზების კომიტეტი
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის დებულება
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის წევრები
    • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტი
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის დებულება
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის წევრები
    • გენდერული თანასწორობა
    • საუკეთესო პრაქტიკის პროგრამა
  • წევრი მუნიციპალიტეტები
    • თვითმმართველი ქალაქები
    • თემთა მუნიციპალიტეტები
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები
  • სერვისები მუნიციპალიტეტებისთვის
    • კონსულტაციები
    • საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება
    • რეგიონული პლატფორმები
    • თემატური ჯგუფები
  • პროექტები
    • ათეა-ს მიმდინარე პროექტები
    • ათეა-ს დასრულებული პროექტები
  • ბიბლიოთეკა
    • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სახელმძღვანელოები
  • სასარგებლო ბმულები
მენიუ დამატებითი
  • ჩვენ შესახებ
    • მისია და მიზნები
    • მმართველობა
    • წესდება
    • ათეა-ს გუნდი
  • თანამშრომლობა
    • დელეგაცია ევროპის საბჭოს კონგრესში
    • დელეგაცია ევროპის მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭოში (CEMR)
    • დელეგაცია ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპულ პლატფორმაში (PLATFORMA)
    • დელეგაცია ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში (CORLEAP)
    • დელეგაცია გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ქსელში (UCLG)
    • მემორანდუმები
    • დაძმობილებული ასოციაციები
  • კანონმდებლობა
    • საქართველოს ნორმატიული აქტები
    • საერთაშორისო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ყოველთვიური ბიულეტენი
  • კონტაქტი
  • საქმიანობა
    • მონაწილეობითი დემოკრატია და ადამიანის უფლებები
    • ადამიანის უფლებების ლოკალიზების კომიტეტი
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის დებულება
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის წევრები
    • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტი
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის დებულება
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის წევრები
    • გენდერული თანასწორობა
    • საუკეთესო პრაქტიკის პროგრამა
  • წევრი მუნიციპალიტეტები
    • თვითმმართველი ქალაქები
    • თემთა მუნიციპალიტეტები
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები
  • სერვისები მუნიციპალიტეტებისთვის
    • კონსულტაციები
    • საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება
    • რეგიონული პლატფორმები
    • თემატური ჯგუფები
  • პროექტები
    • ათეა-ს მიმდინარე პროექტები
    • ათეა-ს დასრულებული პროექტები
  • ბიბლიოთეკა
    • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სახელმძღვანელოები
  • სასარგებლო ბმულები

ლევან ჟორჟოლიანი: მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებს ეხება

იანვარი 18, 2024 /რედაქტორი -Admin

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ორგანიზებით, სასტუმროში ,, თბილისი მარიოტი“,  საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია  გაიმართა.
ღონისძიებაზე, რომელსაც  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ლაშა დარსალია და ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილე, ბიორნ ბერგემ უძღვებოდნენ, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, ევროსაბჭოს კონგრესში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილემ, ათეა-ს აღმასრულებელი საბჭოს წევრმა და იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ – ლევან ჟორჟოლიანმა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ევროპის საბჭოს 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმა,  მიზნად ისახავს დემოკრატიული რეფორმების ხელშეწყობის გზით, საქართველოს ინსტიტუტების, კანონმდებლობისა და პრაქტიკის ევროპულ სტანდარტებთან შემდგომ დაახლოებას.
ლევან ჟორჟოლიანის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ სამოქმედო გეგმა ეხება ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანეს საკითხებს, როგორებიცაა: სასამართლო სისტემა, დავის ალტერნატიული გადაწყვეტის მეთოდების განვითარება, შრომის სამართალი, საარჩევნო სისტემა, მონაწილეობით დემოკრატია, ადამიანის უფლებები, დისკრიმინაციასთან ბრძოლა, მუნიციპალიტეტების გაძლიერება ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მმართველობის გაძლიერებით, ადგილობრივი ხელისუფლების განხორციელებისას მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა და სხვა.
დოკუმენტის შეფასების შემდეგ, ლევან ჟორჟოლიანი, ათეასა და ევროსაბჭოს პარტნიორობის თემასაც შეეხო.   მისი  განცხადებით, კონგრესისა და  ასოციაციის თანამშრომლობა  სამაგალითო და შედეგზე ორიენტირებულია.
,,გასული წელი იყო ერთ-ერთი ყველაზე ნაყოფიერი ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესთან თანამშრომლობის კუთხით.მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვაგრძელებთ კონგრესთან აქტიურ თანამშრომლობას როგორც უშუალოდ კონგრესში, ასევე საქართველოში პროექტების განხორციელების თვალსაზრისით. ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმები კიდევ უფრო გავაძლიეროთ წარმომადგელობითი ორგანოები მუნიციპალიტეტებში, უზრუნველვყოთ ადგილობრივი ხელისუფლების განხორციელება ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი ხარისხით, შევქმნათ შესაბამისი გარემო მონაწილებით დემოკრატიის განვითარებაში და ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში უზრუნველვყოთ მეტი დაინტერესებული პირის, მათ შორის ახალგაზრდების ჩართულობა“, – აღნიშნა ლევან ჟორჟოლიანმა და დამსწრე საზოგადოებას, ერთობლივი პროექტებისა და სამომავლოდ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
ლევან ჟორჟოლიანის თქმით, გასულ წელს საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა, რაც კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საქართველო  ევროპის განუყოფელი 
ნაწილია.
ღონისძიებაში, ასევე  მონაწილეობას იღებდნენ,  საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების, ევროპის საბჭოსა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის  წარმომადგენლები,  
აღსანიშნავია, რომ საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმა 2023 წლის 18 ოქტომბერს, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1478-ე სხდომის ფარგლებში იქნა მიღებული. აღნიშნული დოკუმენტი მომზადდა საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების და ევროპის საბჭოს წარმომადგენლების მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად.

Facebook Et-twitter Linkedin Youtube Flickr
  • სწრაფი ბმულები

    • ორგანიზაციის მისია

    • ათეა-ს გუნდი

    • კონსულტაციები

    • სიახლეები

კონტაქტი

თბილისი, ვანო სარაჯიშვილის ქ. N 3
+995 322-72-67-34/35
office@nala.ge
Copyright © 2025 Powered by –