+995 322-72-67-34/35
office@nala.ge
Facebook X-twitter Linkedin Youtube Flickr
  • Georgian (Georgia)
    • English
  • ჩვენ შესახებ
    • მისია და მიზნები
    • მმართველობა
    • წესდება
    • ათეა-ს გუნდი
  • თანამშრომლობა
    • დელეგაცია ევროპის საბჭოს კონგრესში
    • დელეგაცია ევროპის მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭოში (CEMR)
    • დელეგაცია ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპულ პლატფორმაში (PLATFORMA)
    • დელეგაცია ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში (CORLEAP)
    • დელეგაცია გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ქსელში (UCLG)
    • მემორანდუმები
    • დაძმობილებული ასოციაციები
  • კანონმდებლობა
    • საქართველოს ნორმატიული აქტები
    • საერთაშორისო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ყოველთვიური ბიულეტენი
  • კონტაქტი
  • English
  • საქმიანობა
    • მონაწილეობითი დემოკრატია და ადამიანის უფლებები
    • ადამიანის უფლებების ლოკალიზების კომიტეტი
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის დებულება
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის წევრები
    • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტი
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის დებულება
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის წევრები
    • გენდერული თანასწორობა
    • საუკეთესო პრაქტიკის პროგრამა
  • წევრი მუნიციპალიტეტები
    • თვითმმართველი ქალაქები
    • თემთა მუნიციპალიტეტები
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები
  • სერვისები მუნიციპალიტეტებისთვის
    • კონსულტაციები
    • საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება
    • რეგიონული პლატფორმები
    • თემატური ჯგუფები
  • პროექტები
    • ათეა-ს მიმდინარე პროექტები
    • ათეა-ს დასრულებული პროექტები
  • ბიბლიოთეკა
    • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სახელმძღვანელოები
  • სასარგებლო ბმულები
  • English
მენიუ დამატებითი
  • ჩვენ შესახებ
    • მისია და მიზნები
    • მმართველობა
    • წესდება
    • ათეა-ს გუნდი
  • თანამშრომლობა
    • დელეგაცია ევროპის საბჭოს კონგრესში
    • დელეგაცია ევროპის მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭოში (CEMR)
    • დელეგაცია ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპულ პლატფორმაში (PLATFORMA)
    • დელეგაცია ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში (CORLEAP)
    • დელეგაცია გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ქსელში (UCLG)
    • მემორანდუმები
    • დაძმობილებული ასოციაციები
  • კანონმდებლობა
    • საქართველოს ნორმატიული აქტები
    • საერთაშორისო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ყოველთვიური ბიულეტენი
  • კონტაქტი
  • English
  • საქმიანობა
    • მონაწილეობითი დემოკრატია და ადამიანის უფლებები
    • ადამიანის უფლებების ლოკალიზების კომიტეტი
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის დებულება
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის წევრები
    • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტი
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის დებულება
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის წევრები
    • გენდერული თანასწორობა
    • საუკეთესო პრაქტიკის პროგრამა
  • წევრი მუნიციპალიტეტები
    • თვითმმართველი ქალაქები
    • თემთა მუნიციპალიტეტები
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები
  • სერვისები მუნიციპალიტეტებისთვის
    • კონსულტაციები
    • საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება
    • რეგიონული პლატფორმები
    • თემატური ჯგუფები
  • პროექტები
    • ათეა-ს მიმდინარე პროექტები
    • ათეა-ს დასრულებული პროექტები
  • ბიბლიოთეკა
    • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სახელმძღვანელოები
  • სასარგებლო ბმულები
  • English

გიორგი ტყემალაძე: – „ეს რეზოლუცია არ ემსახურება საქართველოს ინტერესებს და ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის უმრავლესობის ნებას“

მარტი 26, 2025 /რედაქტორი -NALAG

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა,  თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 48-ე სესიაზე დელეგატებს სიტყვით მიმართა და  საარჩევნო კანონმდებლობაში ბოლო წლებში განხორციელებული ცვლილებების შესახებ ისაუბრა, რომელიც ევროსაბჭოს კონგრესის ანგარიშშია  გაკრიტიკებული.

როგორც გიორგი ტყემალაძემ აღნიშნა, კრიტიკა 20-მდე ცვლილებას შეეხო, რომელთა უმრავლესობაც კონგრესთან თანამშრომლობით შეიქმნა. მისივე თქმით, ეს ფაქტი თავისთავად მეტყველებს  ცვლილებების განხორციელების პროცესის დემოკრატიულობაზე. ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით,  მნიშვნელოვანია, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ  ეუთოს საბოლოო ანგარიშში აღნიშნულია, რომ  “მთლიანობაში, სამართლებრივი ჩარჩო დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისთვის სათანადო საფუძველს ქმნის“.

სესიაზე, გიორგი ტყემალაძემ 4 ოქტომბერს დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველო მზად არის უმასპინძლოს საერთაშორისო დამკვირვებლებს, როგორც არჩევნების დღეს, ისე წინასაარჩევნო პერიოდში.

„როგორც იცით, ისეთმა ავტორიტეტულმა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციამ, როგორიც არის ეუთო/ოდირი, დაადასტურა, რომ საპარლამენტო არჩევნები შეესაბამებოდა საერთაშორისო სტანდარტებს. არჩევნებში მმართველმა პარტიამ მიიღო 1.2 მილიონი ხმა და  მაღალი ლეგიტიმაცია. შესაბამისად, არ უნდა მოხდეს უმრავლესობის ნების და ხმების უგულებელყოფა. რაც შეეხება მომავალ არჩევნებს, ჩვენ ველით კონგრესის დამკვირვებელთა მისიის თანამშრომლობას მომავალი ადგილობრივი არჩევნების ფარგლებში. ასევე, ვაპირებთ არჩევნების ელექტრონულად ჩატარებას, რაც აღიარებულია, როგორც ყველაზე საიმედო სისტემა, რომელიც თითქმის გამორიცხავს ხმების გაყალბების და შედეგების მანიპულაციის შესაძლებლობას“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

ასოციაციის პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება დიდად აფასებს კონგრესთან თანამშრომლობას, რომელიც საქართველოს ადგილობრივი დემოკრატიის განვითარებას უწყობს ხელს,  თუმცა დასძინა, რომ  სამწუხაროა, როდესაც მიკერძოებულ აღქმებზე დაფუძნებული რეზოლუციები საქართველოს მოქალაქეებში  ევროპის იმიჯს აზიანებს.

„აღნიშნული რეზოლუცია ემსახურება პოლარიზაციის გაღრმავებას, რაზეც კონგრესი  თავის განცხადებებში წუხდა. როგორც ვნახეთ, არჩევნების წინ, 47-ე სესიაზე მიღებული რეზოლუციის მიუხედავად,  მმართველმა პარტიამ მიიღო მაღალი ლეგიტიმაცია და დიდი მხარდაჭერა მოიპოვა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ  ეს რეზოლუცია არ ემსახურება საქართველოს ინტერესებს და ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის უმრავლესობის ნებას. სწორედ, ამიტომ, მოვუწოდებთ თითოეულ დელეგატს, რომ არ დაუჭიროს მხარი რეზოლუციებს, რომლებიც  ურთიერთგამომრიცხავი და მიკერძოებულ აღქმებზე დაფუძნებულია“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 48-ე სესიაში, რომელიც სტრასბურგში მიმდინარეობს, ასევე ჩართულნი არიან ევროსაბჭოს კონგრესში დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილე,  თბილისის წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის მოადგილე, ზურაბ აბაშიძე  თბილისის, სენაკისა და ოზურგეთის წარმომადგენლობითი ორგანოების წევრები – ოთარ გრიგოლია, სევდია უგრეხელიძე და თათია ნიკოლაშვილი, აგრეთვე, – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის მერიის აპარატის უფროსი, ირაკლი ჭინჭარაული.

ფოტო გალერეა

 

Facebook Et-twitter Linkedin Youtube Flickr
  • სწრაფი ბმულები

    • ორგანიზაციის მისია

    • ათეა-ს გუნდი

    • კონსულტაციები

    • სიახლეები

კონტაქტი

თბილისი, ვანო სარაჯიშვილის ქ. N 3
+995 322-72-67-34/35
office@nala.ge
Copyright © 2025 Powered by –