+995 322-72-67-34/35
office@nala.ge
Facebook X-twitter Linkedin Youtube Flickr
  • Georgian (Georgia)
    • English
  • ჩვენ შესახებ
    • მისია და მიზნები
    • მმართველობა
    • წესდება
    • ათეა-ს გუნდი
  • თანამშრომლობა
    • დელეგაცია ევროპის საბჭოს კონგრესში
    • დელეგაცია ევროპის მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭოში (CEMR)
    • დელეგაცია ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპულ პლატფორმაში (PLATFORMA)
    • დელეგაცია ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში (CORLEAP)
    • დელეგაცია გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ქსელში (UCLG)
    • მემორანდუმები
    • დაძმობილებული ასოციაციები
  • კანონმდებლობა
    • საქართველოს ნორმატიული აქტები
    • საერთაშორისო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ყოველთვიური ბიულეტენი
  • კონტაქტი
  • English
  • საქმიანობა
    • მონაწილეობითი დემოკრატია და ადამიანის უფლებები
    • ადამიანის უფლებების ლოკალიზების კომიტეტი
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის დებულება
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის წევრები
    • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტი
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის დებულება
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის წევრები
    • გენდერული თანასწორობა
    • საუკეთესო პრაქტიკის პროგრამა
  • წევრი მუნიციპალიტეტები
    • თვითმმართველი ქალაქები
    • თემთა მუნიციპალიტეტები
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები
  • სერვისები მუნიციპალიტეტებისთვის
    • კონსულტაციები
    • საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება
    • რეგიონული პლატფორმები
    • თემატური ჯგუფები
  • პროექტები
    • ათეა-ს მიმდინარე პროექტები
    • ათეა-ს დასრულებული პროექტები
  • ბიბლიოთეკა
    • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სახელმძღვანელოები
  • სასარგებლო ბმულები
  • English
მენიუ დამატებითი
  • ჩვენ შესახებ
    • მისია და მიზნები
    • მმართველობა
    • წესდება
    • ათეა-ს გუნდი
  • თანამშრომლობა
    • დელეგაცია ევროპის საბჭოს კონგრესში
    • დელეგაცია ევროპის მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭოში (CEMR)
    • დელეგაცია ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპულ პლატფორმაში (PLATFORMA)
    • დელეგაცია ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში (CORLEAP)
    • დელეგაცია გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ქსელში (UCLG)
    • მემორანდუმები
    • დაძმობილებული ასოციაციები
  • კანონმდებლობა
    • საქართველოს ნორმატიული აქტები
    • საერთაშორისო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ყოველთვიური ბიულეტენი
  • კონტაქტი
  • English
  • საქმიანობა
    • მონაწილეობითი დემოკრატია და ადამიანის უფლებები
    • ადამიანის უფლებების ლოკალიზების კომიტეტი
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის დებულება
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის წევრები
    • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტი
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის დებულება
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის წევრები
    • გენდერული თანასწორობა
    • საუკეთესო პრაქტიკის პროგრამა
  • წევრი მუნიციპალიტეტები
    • თვითმმართველი ქალაქები
    • თემთა მუნიციპალიტეტები
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები
  • სერვისები მუნიციპალიტეტებისთვის
    • კონსულტაციები
    • საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება
    • რეგიონული პლატფორმები
    • თემატური ჯგუფები
  • პროექტები
    • ათეა-ს მიმდინარე პროექტები
    • ათეა-ს დასრულებული პროექტები
  • ბიბლიოთეკა
    • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სახელმძღვანელოები
  • სასარგებლო ბმულები
  • English

ათეასა და UNICEF-ის ორგანიზებით, ფოთში სამეგრელო-ზემო სვანეთის ინტერმუნიციპალური პლატფორმის IV სამუშაო შეხვედრა გაიმართა

თებერვალი 27, 2024 /რედაქტორი -Admin

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (ათეა) ორგანიზებითა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით, პროექტის: „ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერა ბავშვზე მორგებული სოციალური პროგრამირების განვითარებაში“ ფარგლებში, ქალაქ ფოთში,  სამეგრელო-ზემო სვანეთის ინტერმუნიციპალური პლატფორმის  IV სამუშაო შეხვედრა  გაიმართა.

შეხვედრაში, რომელიც მუნიციპალური სოციალური სერვისების დაგეგმვის მექანიზმებზე მსჯელობასა და საუკეთესო პრაქტიკების გაზიარებას დაეთმო, სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები, ასევე სოციალური სამსახურებისა და ბავშვის განყოფილებების უფროსები/სპეციალისტები იყვნენ ჩართულნი.

სამუშაო შეხვედრის დაწყებამდე, დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს, ქალაქ ფოთის მერის მოადგილემ, ლექსო თოდუამ,  საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა, იესპერ მოლერიმ და ათეას აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო რუხაძემ.

გამომსვლელებმა შეხვედრის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ  განსაზღვრული ამოცანების შესასრულებლად, აუცილებელია თვითმმართველ ერთეულებს ზუსტად ჰქონდეთ გააზრებული, თუ რა სახით განახორციელონ დელეგირებული უფლებამოსილებები.

შეხვედრის პირველ ნაწილში, პროექტის ექსპერტმა, ნინო ზურაბიშვილმა, მონაწილეებს გზამკვლევი გააცნო, რომელიც მუნიციპალური სერვისების კუთხით ახალი სტანდარტებისა და მეთოდოლოგიის დანერგვის შესახებ, დეტალურ  ინფორმაციას მოიცავდა.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, ნატო ჩაფიძემ კი, პრეზენტაციისას, პერსონალური ასისტენტის სერვისის მართვის სტანდარტებსა და წესებზე, მათ შორის, პერსონალური ასისტენტის შერჩევის კრიტერიუმებზე ისაუბრა.

შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა, სადაც მონაწილეებმა, აღნიშნული მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს და მათი აღმოფხვრის მიზნით, სხვადასხვა წინადადებები განიხილეს.

დღესვე,  ზუგდიდის, ფოთისა და სენაკის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა, კოლეგებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და სოციალური სერვისების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

შეხვედრის დასასრულს ექსპერტმა, ნინო ზურაბიშვილმა  მუნიციპალური სოციალური პროგრამების შემუშავების პრაქტიკის შესახებ ისაუბრა და იმ პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც პროგრამების დაგეგმვას უკავშირდება.

პლატფორმა, რომელიც მუნიციპალიტეტებს შორის გამოცდილების გაზიარებისა და სერვისების ერთობლივად მიწოდების ხელშეწყობის მიზნით, UNICEF-ის მხარდაჭერით შეიქმნა, სამეგრელო-ზემო სვანეთის ყველა მუნიციპალიტეტს აერთიანებს.

აღსანიშნავია, რომ პლატფორმა, როგორც ერთგვარი ინსტრუმენტი, პროექტის დასრულების შემდეგაც გააგრძელებს ფუნქციონირებას.

მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ინტერმუნიციპალური პლატფორმები, გურიისა და მცხეთა- მთიანეთის მუნიციპალიტეტებშიც დაფუძნდება, რომლებიც უკვე, ათეას ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით დაიწყებენ ფუნქციონირებას.

ფოტო გალერეა

Facebook Et-twitter Linkedin Youtube Flickr
  • სწრაფი ბმულები

    • ორგანიზაციის მისია

    • ათეა-ს გუნდი

    • კონსულტაციები

    • სიახლეები

კონტაქტი

თბილისი, ვანო სარაჯიშვილის ქ. N 3
+995 322-72-67-34/35
office@nala.ge
Copyright © 2025 Powered by –