საქართველოს ადილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია წევრი მუნიციპალიტეტების მერიებისა და საკრებულოების თანამშრომლებისთვის განაგრძობს ონლაინ სემინარებს.
ამჯერად სემინარების ციკლი მოიცავს სამ შეხვედრას.
თემა: სივრცის დაგეგმარებასთან დაკავშირებული საკითხები.
თარიღები: 28 აპრილი – 11:00 სთ. 5 მაისი – 11:00 სთ. 11 მაისი – 11:00 სთ.
შეხვედრებს გაუძღვებიან მოწვეული ექსპერტები: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილეები – თინათინ ყოლბაია და სოფიკო მაისურაძე, ასევე აღნიშნული სააგენტოს ურბანული განვითარების დეპარტამენტის უფროსი – თამთა ხაჟომია.
საგანმანათლებლო შეხვედრა ჩატარდება პლატფორმის ,,ZOOM” მეშვეობით. შეხვედრების შესახებ დეტალური ინფორმაცია გეცნობებათ იმ ელექტრონულ ფოსტაზე, რომელსაც მიუთითებთ რეგისტრაციის დროს.
