საქართველოს ადილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია წევრი მუნიციპალიტეტების მერიებისა და საკრებულოების თანამშრომლებისთვის განაგრძობს ონლაინ სემინარებს.
მომდევნო შეხვედრის თემა: “ბავშვზე ორიენტირებული ბიუჯეტირება” – მეთოდოლოგია და პროგრამული ინსტრუმენტი.
თარიღი: 24 მარტი, 11:00 საათი.
ექსპერტი: შოთა მურღულია – გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორი, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საჯარო ფინანსების ექსპერტი.
ონლაინ შეხვედრა ჩატარდება პლატფორმის ,,ZOOM” მეშვეობით. შეხვედრის შესახებ დეტალური ინფორმაცია გეცნობებათ იმ ელექტრონულ ფოსტაზე, რომელსაც მიუთითებთ რეგისტრაციის დროს.
