მუნიციპალიტეტების მოთხოვნის საფუძველზე, ა.თ.ე.ა იწყებს რიგგარეშე ონლაინ სემინარების ციკლს, რომელიც დაეთმობა სახელმწიფო შესყიდვების კანონში შეტანილ ბოლო ცვლილებებს.
ონლაინ სემინარები შესაძლებლობას გაძლევთ დეტალურად გაეცნოთ კანონში შეტანილ მნიშვნელოვან ცვლილებებს და პრაქტიკულ მაგალითებს. შეხვედრა ასევე მოიცავს პირდაპირ დისკუსიას და კითხვებს ექსპერტებთან.
სემინარები გაიმართება: 27 იანვარს 14:00 საათზე;
28 იანვარს 11:00 საათზე;
30 იანვარს 13:00 საათზე.
შეხვედრებს გაუძღვებიან: გიორგი ლაცაბიძე – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი და თამუნა კაკაშვილი – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სამართალშემოქმედებითი და საკონსულტაციო საქმიანობის სამმართველოს უფროსი.
სამივე სემინარის ბმული გადმოგეგზავნებათ თქვენს მიერ მითითებულ ელ. ფოსტაზე.
ა.თ.ე.ა გისურვებთ წარმატებას!
