საქართველოს ადილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია წევრი მუნიციპალიტეტების მერიებისა და საკრებულოების თანამშრომლებისთვის განაგრძობს ონლაინ სემინარებს.
შეხვედრის თემა: განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების, მათ შორის “ზიპლაინის” მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული საკითხები.
თარიღი: 21 აპრილი, 11:00 საათი.
ექსპერტები:
რუსუდან სულამანიძე — საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი;
ამირან კაცაძე — საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის ნებართვებისა და ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი;
ანა ბუტულაშვილი — საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის მოადგილე.
საგანმანათლებლო შეხვედრა ჩატარდება პლატფორმის ,,ZOOM” მეშვეობით. შეხვედრის შესახებ დეტალური ინფორმაცია გეცნობებათ იმ ელექტრონულ ფოსტაზე, რომელსაც მიუთითებთ რეგისტრაციის დროს.
