საქართველოს ადილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია წევრი მუნიციპალიტეტების მერიებისა და საკრებულოების თანამშრომლებისთვის განაგრძობს ონლაინ სემინარებს.
მომდევნო შეხვედრის თემა: მშენებლობის ნებადამრთავი დოკუმენტაცია
თარიღი: 24 თებერვალი, 11:00 საათი.
ექსპერტები: ნინო იოსელიანი — სამართლის დოქტორი; სამშენებლო სამართლის ექსპერტი და უჩა ზაქაშვილი — სამართლის დოქტორი; სამშენებლო სამართლის ექსპერტი.
ონლაინ შეხვედრა ჩატარდება პლატფორმის ,,ZOOM” მეშვეობით. შეხვედრის შესახებ დეტალური ინფორმაცია გეცნობებათ იმ ელექტრონულ ფოსტაზე, რომელსაც მიუთითებთ რეგისტრაციის დროს.
