მიმდინარე წლის 27 თებერვალს, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ხელშეწყობით შემუშავდა „უსახლკაროთა თავშესაფრით უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის“ პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტების დონეზე უსახლკარო პირთა დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის ერთიანი, გამჭვირვალე და სამართლებრივად გამართული მექანიზმის დანერგვას, ასევე შესაბამისი სოციალური სერვისების განვითარებას.
ონლაინ სემინარი სწორედ აღნიშნული დოკუმენტის პრეზენტაციას დაეთმობა, რომელსაც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის სოციალური პროგრამების განყოფილების უფროსი — ნინო ლომინაძე წარადგენს.
თარიღი: 26 მარტი, 11:00 საათი
შეხვედრაზე განიხილება ბენეფიციართა შერჩევის კრიტერიუმები, მომსახურების მიწოდების პირობები, დაფინანსების მექანიზმებისა და მონიტორინგის სისტემა. სემინარის დროს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა დოკუმენტის შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან და მისი ეფექტიანი მართვის გზებს მუნიციპალურ დონეზე.
