ათეას ორგანიზებით, ..შავი ზღვის მუნიციპალიტეტების ფორუმი - დასაწყისი“ გაიმართება

17 ნოემბერი

21 ნოემბერს, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციისა და "მართვისა და განვითარების გადაწყვეტილებების ჰაბის" ორგანიზებით, ..შავი ზღვის მუნიციპალიტეტების ფორუმი - დასაწყისი“ გაიმართება, რომელიც საქართველოს შავიზღვისპირა მუნიციპალიტეტების საჭიროებების გამოვლენას ისახავს მიზნად.

ფორუმზე, რომელშიც საქართველოს 8 მუნიციპალიტეტი იქნება ჩართული, ძირითადი აქცენტები, შემდეგ მიმართულებებზე გაკეთება:

-  ლურჯი ეკონომიკა;

- ადამიანების და ტვრითების მობილობა ზღვისპირა მუნიციპალიტეტებს და ქვეყნის სხვა დასახლებებს შორის;

- დასახლების განვითარების საკითხები;

- კლიმატის ცვლილებებისადმი ადაპტაცია. კატასტროფების რისკების პრევენცია;

- ბუნების, ბიომრავალფეროვნების და მწვანე ინფრასტრუქტურის შენარჩუნება და განვითარება;

-  მუნიციპალიტეტებისთვის მნიშვნელოვანი სხვა მიმართულებები.

ფორუმის პირველი სესია საქართველოს მუნიციპალიტეტებში არსებული გამოწვევებისა და მათი გადაჭრის გზებზე მსჯელობას დაეთმობა, რის შემდეგაც, შეხვედრის მონაწილეები საქართველოსა და სხვა ქვეყნების ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების შესაბამისი სტრუქტურების წარმომადგენლებისგან და უცხოელი ექსპერტებისგან საერთაშორისო ინიციატივებსა და მათ გამოცდილებას გაეცნობიან.

ღონისძიება - ..შავი ზღვის მუნიციპალიტეტების ფორუმი - დასაწყისი“, ,,ნიდერლანდების დიპლომატიური მისიები საზღვარგარეთ’’ მხარდაჭერით გაიმართება.