ნათია ღვინაშვილი, შვედეთის ადგილობრივი თვითმმართველობის ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა

10 ნოემბერი

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე - ნათია ღვინაშვილი, შვედეთის ადგილობრივი თვითმმართველობის ასოციაციის (SALAR International) წარმომადგენლებს შეხვდა.

უცხოელი სტუმრები, რომლებიც სხვა თემებთან ერთად, საქართველოში გენდერული თანასწორობის პოლიტიკის ლოკალიზაციის პროცესით არიან დაინტერესებულნი, შეხვედრაზე დეტალურად გაეცნენ ათეაში აღნიშნული მიმართულებით გატარებულ ღონისძიებებს.

ნათია ღვინაშვილმა, ორგანიზაციაში შექმნილი გენდერული თანასწორობის პლატფორმისა და ინსტრუმენტების მიზნებზე გაამახვილა ყურადღება და შვედ კოლეგებს, ის ძირითადი მიმართულებები გააცნო, რომლებიც ათეა-ს გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის პლატ­ფორ­მის გაძ­ლი­ე­რე­ბა­სა და ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის სტრა­ტე­გი­ის შექ­მნას, სა­ქარ­თვე­ლოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის­თვის გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის სა­მოქ­მე­დო გეგ­მე­ბის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო გა­იდ­ლა­ი­ნე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბას, ასე­ვე, „ად­გი­ლობ­რივ ცხოვ­რე­ბა­ში ქალ­თა და ­კაც­თა თა­ნას­წო­რო­ბის შე­სა­ხებ ევ­რო­პულ ქარ­ტი­ას­თან“ მათი მი­ერ­თე­ბის ად­ვო­კა­ტი­რე­ბას მო­ი­ცავდა.

როგორც ათეა-ს წარმომადგენელმა განმარტა, აღნიშნული კომპონენტების შესრულების პარალელურად, შეიქმნა დამატებითი მექანიზმები, რომლებიც ათეას გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმის მიხედვით განხორციელდა და რამაც ასოციაციის გენდერული თანასწორობის საბჭო, უფრო წარმომადგენლობითი გახადა.

„ათეას აღმასრულებელი საბჭოს წევრებთან ერთად, გენდერული თანასწორობის საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობა 2022 წლიდან კიდევ უფრო მრავალრიცხოვანი გახდა, ვინაიდან მას, ასევე შეუერთდნენ საქართველოს რეგიონების ჭრილში წარმოდგენილი კანდიდატები. ჩვენი მიზანია, რომ აღნიშნული სათათბირო ორგანო კიდევ უფრო გააქტიურდეს და მეტი წვლილი შეიტანოს გენდერული პოლიტიკის ლოკალიზაციის ეფექტიანად იმპლემენტაციის პროცესში“-აღნიშნა ათეას წარმომადგენელმა.

შვედმა სტუმრებმა, ასევე დეტალურად მოისმინეს ინფორმაცია ათეას მიერ შექმნილი სხვადასხვა ინსტრუმენტებისა თუ მექანიზმების შესახებაც, რომლებიც ნათია ღვინაშვილის განცხადებით, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე გენდერული თანასწორობის საბჭოების, სამთავრობო და სამოქალაქო სექტორის, ასევე საერთაშორისო პლატფორმების წარმომადგენლებთან დიალოგის ფორმატს აძლიერებს და პროცესს უფრო გამჭვირვალესა და მონაწილეობითს ხდის. მისივე თქმით, ათეა, განსაკუთრებით აქტიურად თანამშრომლობს სამთავრობო უწყებებთან, რომლებთანაც მიმდინარე წლის გაზაფხულზე თანამშრომლობის მემორანდუმებიც გაფორმდა.

დელეგაციის წარმომადგენლები ადგილობრივ დონეზე გენდერული თანასწორობის მიმართულებით არსებული გამოწვევებითაც დაინტერესდნენ. როგორც ნათია ღვინაშვილმა საუბრისას განაცხადა, ქვეყანაში უამრავი პოზიტიური ცვლილების მიუხედავად, აღნიშნული მიმართულებით კვლავ არსებობს რიგი გამოწვევები და ყურადღება სხვადასხვა პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების სახელმძღვანელოების, მათ შორის, ანტიდისკრიმინაციული მექანიზმების, გენდერულად მგრძნობიარე მონაცემთა შეგროვების, გენდერული აუდიტისა და რეგულირების გავლენის შეფასების (RIA) მეთოდოლოგიების დანერგვასა და მნიშვნელობაზე გაამახვილა.

შეხვედრის დასასრულს, შვედეთის წარმომადგენლებმა, აღნიშნული მიმართულებით საკუთარ ქვეყანაში გატარებულ ღონისძიებებზეც ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

აღსანიშნავია, რომ უცხოელი სტუმრების ვიზიტის მიზანს, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერის ახალი პროგრამა წარმოადგენდა, რომელიც მათივე განცხადებით, შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად შემუშავდება.

ვიზიტის ფარგლებში, SALAR International-ის წარმომადგენლებმა, რომლებიც საქართველოს 11 ნოემბერს დატოვებენ, შეხვედრები ასევე გამართეს ათეა-ს აღმასრულებელ დირექტორთან - დავით მელუასთან და საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.