ათეამ SALAR International-ის წარმომადგენლებს უმასპინძლა

8 ნოემბერი

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა - დავით მელუამ, შვედეთის ადგილობრივი თვითმმართველობის ასოციაციის (SALAR International) წარმომადგენლებს უმასპინძლა.


უცხოელი სტუმრების ვიზიტის მიზანს, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერის ახალი პროგრამა წარმოადგენდა, რომელიც მათივე განცხადებით, შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად შემუშავდება.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, პროგრამა საქართველოში განხორციელებული კონსულტაციებისა და რეკომენდაციების საფუძველზე გაიწერება.

დავით მელუამ, შვედ კოლეგებს ათეას საქმიანობასა და საქართველოს თვითმმართველობის სისტემის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

მხარეებმა, სამომავლო პერსპექტივებიც განიხილეს და იმ მიმართულებებზე იმსჯელეს,  რომლებიც, საქართველოს თვითმმართველობის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.  

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, დელეგაციის ინტერესის სფეროს, ასევე წარმოადგენს  გენდერული თანასწორობის პოლიტიკის ლოკალიზაციის პროცესიც, რასთან დაკავშირებითაც, შეხვედრა ათეა-ს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილესთან და CEMR-ში ეროვნულ კოორდინატორთან - ნათია ღვინაშვილთანაც გაიმართება.

ვიზიტის ფარგლებში, SALAR International-ის წარმომადგენლები საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც შეხვდებიან და საქართველოს 11 ნოემბერს დატოვებენ.