კახა კალაძე ათეას პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს

9 მარტი

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) პრეზიდენტად, დედაქალაქის მერი - კახა კალაძე მეორე ვადით აირჩიეს.

აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთა, რიგით მეშვიდე ეროვნულ ასამბლეაზე მიიღეს, სადაც ქვეყნის 64-ვე თვითმმართველი ერთეულიდან მოწვეულმა დელეგატებმა საკუთარი ხმა ღია კენჭისყრით დააფიქსირეს.

არჩეულმა პრეზიდენტმა დამსწრე საზოგადოებას ნდობისთვის და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლოდ კიდევ უფრო ნაყოფიერი მუშაობის იმედი გამოთქვა.

კახა კალაძე ასოციაციის პრეზიდენტად პირველად 2017 წელს გამართულ რიგით მეექვსე ეროვნულ ასამბლეაზე აირჩიეს და უკვე მეხუთე წელია ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის თვითმმართველობათა პალატაში წარდგენილ ქართულ დელეგაციის ხელმძღვანელობს.