სოციალური მომსახურების სფეროში მუნიციპალიტეტების როლის გაზრდის ხელშეწყობის მიზნით, ათეას ორგანიზებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

16 ნოემბერი

სოციალური მომსახურების მიწოდების პროცესში თვითმართველობების როლის გაზრდის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) ინიციატივით, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

ღონისძიება, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ფარგლებში მოეწყო, ათეა-ს აღმასრულებელმა დირექტორმა - დავით მელუამ გახსნა.

ორგანიზაციის ხელმძღვანელმა პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განმარტა, რომ სამუშაო შეხვედრის მიზანს, სწორედ არასამთავრობო სექტორის შეფასებების მოსმენა, ასევე, არსებული პრაქტიკის დახვეწის გზებზე მსჯელობა, თვითმმართველობის როლის გაზრდა და გამოცდილების გაზიარება წარმოადგენს.

ღონისძიების მეორე ნაწილი მუნიციპალიტეტების მიერ სოციალური სერვისების მიწოდების სამართლებრივი საფუძვლების დეტალურ განხილვას დაეთმო, სადაც ათეა-ს ექსპერტმა ნინო ზურაბიშვილმა შეხვედრის მონაწილეებს, აღნიშნული მიმართულებით თვითმმართველ ერთეულებში არსებული პრაქტიკა გააცნო.

სამუშაო შეხვედრის დასასრულს, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა სოციალურ სფეროში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის შესახებ საკუთარი ხედვები წარმოადგინეს, რის შემდეგაც ღონისძიება დისკუსიის ფორმატში გაგრძელდა.

​შეხვედრა, რომელშიც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად დარგის ექსპერტებიც იღებდნენ მონაწილეობას, კოვიდ რეგულაციების გათვალისწინებით, სასტუმროში „ჰოლიდეი ინნ თბილისი“ მოეწყო.