საქართველოს ათეა წევრ მუნიციპალიტეტებს, ადგილობრივი სოლიდარობის ევროპული დღეების (EDLS) კამპანიაში ჩართვას სთავაზობს

11 ნოემბერი

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პარტნიორი ორგანიზაცია - ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპული პლატფორმა (PLATFORMA), ათეასთან თანამშრომლობით, საქართველოს მუნიციპალიტეტებს, ადგილობრივი სოლიდარობის ევროპული დღეების (EDLS) კამპანიაში ჩართვას სთავაზობს.

ორკვირიანი კამპანია, რომელიც მდგრადი განვითარების მიმართულებით, ცნობიერების ამაღლებასთან ერთად, ქალაქებსა და რეგიონებს შორის საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებაზეა ორიენტირებული, 15 ნოემბერს დაიწყება.

ადგილობრივი სოლიდარობის ევროპული დღეები (EDLS), რომელსაც PLATFORMA და მისი პარტნიორი ასოციაციები უწევენ კოორდინაციას, პირველად 2016 წელს გაიმართა.

აღნიშნული ინიციატივა CEMR-PLATFORMA-სა და ევროკომისიას შორის ხელმოწერილი პარტნიორობის ჩარჩო შეთანხმების ფარგლებშია შემუშავებული.

EDLS კამპანიაში გაწევრიანება შესაძლებელი შემდეგი ბმულის გამოყენებით - https://localsolidaritydays.eu/

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ - office@nala.ge

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია გისურვებთ წარმატებას!