ა.თ.ე.ა-ს მიერ განხორციელებული საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის (BPP) ფარგლებში, ასოციაცია წევრი მუნიციპალიტეტების მერიებისა და საკრებულოების თანამშრომლებისთვის ყოველთვიურად მართავს ონლაინ შეხვედრებს.
შეხვედრების მიზანს წარმოადგენს BPP კონკურსში გამარჯვებული თვითმმართველი ერთეულების საუკეთესო პრაქტიკის გამოცდილების გაზიარება, არსებულ გამოწვევებთან გამკლავების უკვე აპრობირებული მეთოდების გაცნობა და ინოვაციური გზების მოძიება.
მომდევნო შეხვედრის თემა: დმანისის მუნიციპალიტეტის ინიციატივა – „სოციალური სერვისების გავლენის შეფასების მექანიზმის შემუშავება და დანერგვა“.
შეხვედრას წარუძღვებიან: მეგი ედიბერიძე – დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური სამსახურის უფროსი; ეკატერინე ოქრიაშვილი – მხარდაჭერის სახლის მენეჯერი; მარიამ გიგაური – სოციალური მუშაკი.
შეხვედრის თარიღი: 29 მაისი, 11:00 საათი.