საქართველოს ადგილობრივ თვითმართველობათა ეროვნული ასოციაცია

მთავარი გვერდი

საერთაშორისო თანამშრომლობა

ტრანსასაზღვრო თანამშრომლობა

ტრანს-სასაზღვრო თანამშრომლობა


19 მაისი 2011 წელი

2009 წელს საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნულმა ასოციაციამ და სომხეთის თემთა კავშირმა შექმნეს კავკასიის რეგიონში პირველი ტრანს-სასაზღვრო თანამშრომლობის გაერთიანება - ევრორეგიონი “ევროკავკასია”. იგი მოიცავს საქართველოსა და სომხეთის სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ განლაგებულ 4 ქართულ მუნიციპალიტეტს და 2 სომხურ მაზრას.

ორგანიზაციის მიზანია, ხელი შეუწყოს სასაზღვრო მუნიციპალიტეტების განვითარებას თანამშრომლობის გზით და მხარი გაუჭიროს კონკრეტული პროექტების განხორციელებას, რომელიც ორიენტირებულია მცირე ბიზნესის, ტურიზმის, განათლების და სოფლის მეურნეობის განვითარებაზე. ითვალისწინებს ხალხთა დაახლოებას და კულტურათა დიალოგს.

ასოციაცია აქტიურად მუშაობს თანამშრომლობის ასეთივე რეჟიმის შესაქმნელად სქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ.

 

იხ. თანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს ადგილობრივ  თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასა და სომხეთის თემთა კავშირს შორის

ასევე იხილეთ