საქართველოს ადგილობრივ თვითმართველობათა ეროვნული ასოციაცია

ტესტირების წესები

ტესტირების გასავლელად თქვენ გადიხართ ონ-ლაინ რეგისტრაციას და თქვენს მიერ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე იღებთ მომხმარებლის სახელს, პაროლს და ტესტირების დაწყებისათვის აუცილებელ ინდივიდუალურ კოდს.

მომხმარებლის სახელით და პაროლით გაივლით ავტორიზაციას, გადადიხართ დისტანციური სწავლების გვერდზე და ტესტირებისათვის გამოყოფილ ცარიელ გრაფაში შეგყავთ თქვენი ინდივიდუალური კოდი და იწყებთ ტესტირებას.

 

ტესტის სტრუქტურა:

ტესტი რამდენიმე ტიპის შეკითხვისაგან შედგება:

- 60 შეკითხვა 4 სავარაუდო პასუხით - 1 ქულა

- 5 ღია ტიპის შეკითხვა  (სპეციალურ გრაფაში უნდა მიუთითოთ თქვენი პასუხის ვარიანტი) - 5 ქულა

- 1 ღია ტიპის შეკითხვას (სპეციალურად გამოყოფილ გრაფაში თქვენ მსჯელობის საფუძველზე ასაბუთებთ თქვენს მოსაზარებას მოცემულ საკითხთან დაკავშირებით) - 15 ქულა

 

ტესტირების შეკითხვები მოიცავს სამ ძირითად სფეროს:

1. მოქმედი კანონმდებლობა და ევროპული ქარტია ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ;

2. ლიდერობა და გადაწყვეტილების მიღება;

3. კომუნიკაცია;

 

ტესტის გასავლელად გამოყოფილია 2 საათი, რის შემდეგაც ტესტირების პროცესი ავტომატურად წყდება.

თუ განსაზღვრული ვადა არასაკმარისი აღმოჩნდა ტესტის ყველა შეკითხვაზე პასუხის გასაცემად, მაშინ თქვენი შეფასება მოხდება მხოლოდ  დადგენილი ვადის განმავლობაში დაფიქსირებული პასუხების საფუძველზე.

ტესტირების მაქსიმალური შეფასება შეადგენს 100 ქულას. ტესტირების წარმატებით გასავლელად თქვენ უნდა გადალახოთ კომპეტენციის მინიმალური ზღვარი, რომელიც შეადგენს 30%-ს.

 

ტესტირების შედეგების შესაბამისად  გაიცემა 3  კატეგორიის სერთიფიკატი: 

  • A - 85-100 ქულამდე
  • B - 65-85 ქულამდე
  • C - 30-65 ქულამდე

ტესტირების შეფასებას განახორციელებენ ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის ექსპერტები. 

ელექტრონული ფოსტის საშუალებით თქვენ მიიღებთ ინფორმაციას, გაიარეთ თუ არა ტესტირება და ტესტის წარმატებით დასრულების შემთხვევაში მიიღებთ დისტანციური სწავლების კურსის დასრულების სერთიფიკატს.