საქართველოს ადგილობრივ თვითმართველობათა ეროვნული ასოციაცია

დისტანციური სწავლება

           დისტანციური სწავლების სისტემა დაფინანსებულია პროექტის ”ადგილობრივ თვითმმართველობის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლება”  ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია  ნორვეგიის საგარეო საქმეთა  სამინისტროს მიერ.  პროექტი ხორციელდება ნორვეგიის ადგილობრივ და   რეგიონულ  თვითმმართველობათა  ასოციაციის და საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის მიერ.დისტანციური სწავლების ტრეინინგ კურსი თემაზე "საჯარო ინვესტიციების მართვა" შემუშავებულია პროექტის  "Riadenie verejnych financii na miestnej samospravnej urovni v Gruzinsku/ საჯარო ინვესტიციების მართვა მუნიციპალურ დონეზე საქართველოში" ფარგლებში, რომელიც ერთობლივად განახორციელა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საჯარო ადმინისტრაციის ინსტიტუტებისა და სკოლების ქსელმა - NISPAcee და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ - NALAG, სლოვაკეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს - Slovak Aid მხარდაჭერით.

 

 

ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია  გთავაზობთ  სწავლების ახალ მეთოდოლოგიას - ონ-ლაინ  სწავლებას.  ეს არის თქვენი ონ-ლაინ კავშირი ისეთ განათლებასთან, რომელმიც საშუალებას მოგცემთ,  მაქსიმალურად დაზოგოთ თქვენი დრო  და აიმაღლოთ კვალიფიკაცია - გაეცნოთ თქვენთვის აუცილებელ კანონებს და სხვა ტიპის სამართლებრივ აქტებს, დახვეწოთ პროფესიული თვისებები  მენეჯმენტისა და კომუნიკაციის სფეროებში.

ონ-ლაინ სწავლება ორი ეტაპისგან შედგება. პირველ ეტაპზე თქვენ საშუალება გეძლევათ გაეცნოთ სასწავლო ლიტერატურას და დამოუკიდებლად გაიაროთ  მოსამზადებელი ონ-ლაინ ტესტები, ხოლო მეორე ეტაპზე თქვენ ოფიციალურად გაივლით ონ-ლაინ ტესტირებას და დადგენილი მინიმალური კომპეტენციის გადალახვის შემთხვევაში, მიიღებთ  კურსის წარმატებით დასრულების დამადასტურებელ სერტიფიკატს.

ონ-ლაინ სწავლების დადებითი მხარეები:

ხელმისაწვდომი - ეს არის სწავლების თანამედროვე და ინოვაციური მეთოდოლგია, რომელიც საშუალებას იძლევა ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეს გააჩნდეს საშუალება პროფესიული განვითარებისათვის და მისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის;

მოხერხებული - სასწავლო პროცესი  თქვენს მიერ  რეგულირდება, არ არსებობს აუცილებლობა, ხანგრძლივად  მოწყდეთ თქვენს ყოველდღიურ საქმიანობას;

მოქნილ - არ არსებობს განსაზღვრული დრო ტრენინგისთვის, თვითონ წყვეტთ, როდის გსურთ  ლიტერატურის წაკითხვა და დავალებების შესრულება;

მართვადი - სწავლების პროცესი მთლიანად თქვენს მიერ არის მართული;

სწავლების  გარანტირებული ხარისხი -  ტესტები შემუშავებულია კვალიფიციური იურისტების მიერ, თქვენ ასევე საშუალება გეძლევათ პროფესიონალებისაგან მიიღოთ კონსულტაციები თქვენთვის საინტერესო საკითხებზე.

ტესტირების გასავლელად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით

შეიყვანეთ საკონტროლო კოდი რომელიც გამოიგზავნა თქვენს ელ-ფოსტაზე რეგისტრაციის დროს

ლიტერატურა: