ათეა წევრ მუნიცპალიტეტებთან კომუნიკაციის კოორდინატორის პოზიციაზე კონკურსს აცხადებს

15 აპრილი

საქართველოს ადილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (NALAG) აცხადებს კონკურსს წევრ მუნიცპალიტეტებთან კომუნიკაციის კოორდინატორის  პოზიციაზე.

დაინტერესებულმა პირებმა ამა წლის 26 აპრილის 6 საათამდე უნდა წარმოადგინონ CV და სამოტივაციო წერილი ელექტრონული სახით შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე jobs@nala.ge. წერილს უნდა მიეთითოს ლათინური ასოებით “MEM-018” და  პოზიცია (ანუ “კოორდინატორი”) რომელზეც შეგაქვთ განაცხადი.

მითითებული ვადის გასვლის შემდეგ მიღებული კორესპოდენცია არ განიხილება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • უმაღლესი განათლება
  • სამუშაო გამოცდილება 1-3 წლამდე
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: MS Excel, MS Word, MS PowerPoint; MS project;

ფუნქცია-მოვალეობები:

ორგანიზაციის წევრ მუნიციპალიტეტებთან ურთიერთობა და მონაცემთა ბაზის შექმნა.
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში შესაბამისი მოკვლევის ჩატარება და პრობლემათა იდენტიფიცირება.