თამარ ტალიაშვილი ეკოპოლიტიკისა და გენდერის საკითხებთან დაკავშირებით ევროსაბჭოს წარმომადგენლების წინაშე მოხსენებებით წარსდგება

28 თებერვალი

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციისა (NALAG) და ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონალური ხელისუფლებათა კონგრესის  ვიცე-პრეზიდენტი - თამარ ტალიაშვილი სამუშაო ვიზიტით ჰელსინკსა და ბრიუსელში გაემგზავრა.

თამარ ტალიაშვილი 1 მარტს, ქალაქ ჰელსინკში, ეკოლოგიისა და გარემოსდაცვით საკითხებზე გამართულ ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესის ბიუროს სხდომაში მიიღებს მონაწილეობას და ევროსაბჭოს 47 წევრი ქვეყნის წარმომადგენლებს თბილისის ეკოპოლიტიკის წარმატებულ პროექტებს გააცნობს.

6-7 მარტს კი, ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი  ბრიუსელში  ევროპის მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭოს (CEMR) მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში “Power2Her” , ასევე  მრგვალი მაგიდის ფორმატში, თემაზე ,,გენდერული თანასწორობა ქალაქებში“  გამართულ შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას და საქართველოს მაგალითზე გენდერული თანასწორობის შესახებ მოხსენებით წარსდგება.