ჩეხეთის მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს მხარდაჭერით გამოფენა Aquatherm 2018 გაიმართება

27 ნოემბერი

ჩეხეთის მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს ინიციატივითა და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) მხარდაჭერით, 2018 წლის 14-15 დეკემბერს Expo Georgia-ში გამოფენა Aquatherm 2018 გაიმართება. 

Aquatherm ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც  გათბობის, ენერგო-ტექნოლოგიების, მდგრადი ენერგო სისტემის, სანიტარული მოწყობილობების ტექნოლოგიებისა და გაგრილება-კონდიცირება-ვენტილაციის საკითხებს ეძღვნება.

აღნიშნულ გამოფენაზე, წელს პირველად  წარმოდგენილი იქნება ჩეხეთის 7 კომპანია.