ათეა N4ED პროექტის ფარგლებში რეგიონებში შეხვედრებს მართავს

1 ნოემბერი

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (NALAG), ევროკავშირის პროექტის - „ეფექტიანობის და განვითარების ქსელი“ (N4ED) - ფარგლებში მუნიციპალიტეტებში გასვლითი საინფორმაციო შეხვედრებს მართავს.

ორგანიზაციის წევრები პირველ ეტაპზე დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს შეხვდნენ, რომლებსაც მოქალაქეთა ჩართულობის CLLD მეთოდოლოგიისა და N4ED-ს ფარგლებში მიმდინარე „საუკეთესო პრაქტიკის კონკურსის“ შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

როგორც ასოციაციის წარმომადგენლებმა განმარტეს, კონკურსის შედეგად საუკეთესოდ აღიარებული პრაქტიკა (გამოწვევა, გადაჭრის გზა, განხორციელების ეტაპები და შედეგი) ხილვადი და ხელმისაწვდომი გახდება დაინტერესებული საზოგადოებისთვის, როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე.
მათივე განცხადებით, კონკურსის გამარჯვებული მიმდინარე წლის დეკემბრამდე გამოვლინდება.

პროექტი „ეფექტიანობის და განვითარების ქსელი“ (N4ED) ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ინიციატივაა და საქართველოს მუნიციპალიტეტებში ინკლუზიური მმართველობის და მონაწილეობითი დაგეგმარების დამკვიდრებას, საქმიანობის შეფასებისა და მონიტორინგის სისტემის დანერგვას, ასევე ადგილობრივ თვითმმართველობათა შორის თანამშრომლობისა და კარგი პრაქტიკის გაზიარების ქსელის შექმნის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) წარმომადგენლები ანალოგიურ შეხვედრებს საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში გამართავენ.