ათეა-ს ექსპერტმა - ნინო ზურაბიშვილმა ევროპული ქარტიის დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფის სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

21 სექტემბერი

ათეა-ს ექსპერტმა - ნინო ზურაბიშვილმა ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის გენერალურ მდივანთან- ანდრეას კიფერთან, აღნიშნული კონგრესის დირექტორთან და სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად სტრასბურგში გამართულ ადგილობრივი თითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფის სამუშაო შეხევდრაში მიიღო მონაწილეობა.

ღონისძიებაზე, რომელიც წელიწადში ერთხელ იმართება, ევროპული ქარტიის მოქმედების 30 წლის გამოცდილებაზე ისაუბრეს და დემოკრატიის  ისეთ ფუნდამენტურ საკითხებზე იმსჯელეს, როგორებიცაა ანგარიშვალდებულება და მერების სამართლებრივი პასუხისმგებლობა,

ორდღიანი შეხვედრის ფარგლებში, რომელიც საფრანგეთში 20-21 სექტემბერს გაიმართა, ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელი პირებიც აირჩიეს. სხდომის მონაწილეების მხარდაჭერით,  ჯგუფის პრეზიდენტი ესპანეთის წარმომადგენელი - ანხელ მორენო გახდა, ვიცე-პრეზიდენტების პოსტები კი იტალიელმა ტანია გროპპიმ და უნგრელმა ზოლტან სენტემ დაიკავეს.

ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლების კონგრესთან არსებული ევროპული ქარტიის დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც თითო ქვეყნიდან, თითო წარმომადგენლით  არის დაკომპლექტებული,  ევროპულ ქარტიასთან  ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისობის კვლევის განხორციელების მიზნით შეიქმნა.

ევროპული ქარტიის დამოუკიდებელ ექსპერტთა  შეხვედრაზე  საქართველო  ათეა-ს ექსპერტმა - ნინო ზურაბიშვილმა წარადგინა, რომელიც აღნიშნულ ჯგუფში მიმდინარე წლის დასაწყისში აირჩიეს.