ნათია ღვინაშვილმა მოლდოვაში  ევროკავშირის ინიციატივით გამართულ მმართველი კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა

28 ივნისი

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ - ნათია ღვინაშვილმა,  ევროკავშირის ინიციატივის ,,მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ სამდივნოს კოორდინატორთან  აზრებაიჯანსა და საქართველოში - ზვიად არჩუაძესთან  და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენელთან - დავით კალატოზიშვილთან  ერთად მოლდოვის ქალაქ ჩიმიშლიაში გამართულ მმართველი კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა.

შეხვედრას, რომელიც ევროკავშირის ინიციატივით  ..მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ფარგლებში მოეწყო, სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლები, მათ შორის აღნიშნული პროექტის ხელმძღვანელი - პიტერ კორბსი, ადგილობრივი ხელისუფლების წევრები, ასევე ამავე პროექტის კოორდინატორები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სხდომის მონაწილეებმა პროექტის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებები შეაჯამეს და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს,  შეხვედრის დასრულების შემდეგ კი  ბიზნეს ინკუბატორი დაათვალიერეს.

ევროკავშირის ინიციატივა ,,მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში 2017 წლიდან ხორციელდება. პროექტი  მიზნად ისახავს  დაეხმაროს მერებს აქტიური როლი ითამაშონ ეკონომიკის განვითარებასა და სამუშაო ადგილების შექმნაში.