ქართული დელეგაცია ბილბაოში ევროპის მუნიციპალიტეტთა და რეგიონების საბჭოს -“CEMR” კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

17 მაისი

ქართული დელეგაცია ევროპის მუნიციპალიტეტთა და რეგიონების საბჭოს -“CEMR” კონფერენციაში - "თანასწორობის მრავალფეროვნება და ჩართულობა" მიიღებს მონაწილეობას. 

დელეგაციას, რომელსაც საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი - თამარ ტალიაშვილი უხელმძღვანელებს, ჩრდილოეთ ესპანეთის ქალაქი ბილბაო 11-13 ივნისს უმასპინძლებს.
,,ათეა“-ს ვიცე - პრეზიდენტი კონფერენციის მონაწილეების წინაშე გენდერული თანასწორობის საკითხების თემაზე პრეზენტაციით წარსდგება.

დელეგაციის შემადგენლობა, ასევე რამდენიმე შეხვედრას დაესწრება, რომელთა ფარგლებშიც სხვადასხვა თემების განხილვის დისკუსიებში მიიღებს მონაწილეობას.

სამდღიანი კონფერენცია ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის პრაქტიკაში განვითარებასა და ადგილობრივ პოლიტიკაში მრავალფეროვნების ახალი მიდგომებით დანერგვას ისახავს მიზნად.

 

იხილეთ ბმული 1 : https://www.cemrbilbao2018.eu/index.php/en/
                           ბმული 2 : https://www.cemrbilbao2018.eu/index.php/en/home/programme-en-2