მთავარი გვერდი

ტრენინგები


ტრენინგების საკოორდინაციო სააგენტო დაფუძნდა საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის მიერ და ზედამხედველობას უწევს და ხელმძღვანელობს ტრენინგების ეროვნული სტრატეგიის განხორცილებას. სააგენტოს უმთავრესი ამოცანებია:

1. ადგილობრივი თვითმმართველობის ტრენინგის კოორდინაცია და ზედამხედველობა

ტრეინინგის სააგენტო წარმოადგენს დამოუკიდებელი მაკოორდინებელ ერთეულს, რომელიც:

  • განსაზღვრავს დაფინასების წყაროებს ტრენინგების ეროვნული სტრატეგიისთვის, სანამ იგი არ გახდება სოცოცხლისუნარიანი
  • შეიმუშავებს ძირითად მოთხოვნებს ტრენინგების კურიკულუმის, ტრენერებისა და ტრენინგების მიმწოდებელთა აკრედიტაციისთვის
  • განავითარებს მომსახურებას ეფექტური მარკეტინგის გამოყენებით.

2. ტრენინგის ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორცილებისა და ყოველწლიური განახლების უზრუნველყოფა

ამ მიმართულებით ტრეინინგის სააგენტო:

  • ყოველწლიურად განაახლებს ტრენინგის ეროვნული სტრატეგიას, შეიმუშავებს ტრენინგის წლიური გეგმას და ორგანიზებას გაუწევს ყოველწლიურ კონფერენციას თვითმმართველობის ტრენინგის საკითხებზე
  • ზედამხედველობს ტრენერთა ტრენინგის პროგრამის განვითარებას
  • ხელმძღვანელობს ტრენინგების მინიმუმების პაკეტის (ძირითადი, ზოგადი და სპეციფიური ტრეინინგები) შექმნაში და უზრუნველყოფს შესაბამისი შემსრულებელების შერჩევა.
  • ზრუნავს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში ტრენინგების უნარის ჩამოყალიბებისათვის
  • შეიმუშავებს პოლოტური პროგრამებს ახალი ტრენინგ მეთოდოლოგიების ტესტირებისთვის (სასწავლო ტურები, ტრეინიგის ვიდეოფიცირება)

3. ტრეინინგის საინფორმაციო სამსახურის შექმნა

ტრენინგის სააგენტო:

  • აწყობს შეხვედრებს დაინტერესებულ პირებთან;
  • ქმნის ტრენინგის მასალების მონაცემთა ბაზასა და ბიბლიოთეკას, განავითარებს ტრენინის საკონსულტაციო მომსახურებას;
  • ავრცელებს ინფორმაციას ტრეინინგთა შესახებ შესახებ;
  • უზრუნველყოფს ლიდერობის, მართვის და მომსახურების დარგში საუკეთესო პრატიკის შესახებ აღწერითი მასალის მოზადებასა და გავრცელება.

 


დარეგისტრირდით ჩვენს ვებსაიტზე და ელ–ფოსტით მიიღეთ უახლესი ინფორმაცია ეროვნული ასოციაციის საქმიანობის თაობაზე.
გაეცანით ეროვნული ასოციაციის ხელთ არსებული ლიტერატურის ნუსხას და გადაიწერეთ მასალები ელექტრონულ ფორმატში. დარეგისტრირდით და გაიარეთ ონ–ლაინ ტესტირება.
საკონტაქტო ფორმის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ დაუკევშირდეთ ჩვენს საპარლამენტო ლობისტს ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროში თქვენთვის საჭირბოროტო საკითხების შესახებ.