საქართველოს ადგილობრივ თვითმართველობათა ეროვნული ასოციაცია

მთავარი გვერდი

ჩვენ შესახებ


ორგანიზაციის მისია

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია წარმოადგენს არასამთავრობო, არასამეწარმეო და არაპოლიტიკური ორგანიზაციას, რომელიც აერთიანებს საქართველოს ყველა ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულს.

ასოციაციის მიზანია,  ქვეყანაში ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემის სრულყოფა და ადგილობრივი დემოკრატიის განვითარება, სახელმწიფო ძალაუფლების დეცენტრალიზაცია და ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუციების განვითარება.

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია  2004 წლის 17 დეკემბერს ევროპის საბჭოსა და ევროკომისიის ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში დაფუძნდა. დამფუძნებელ ყრილობაზე ყველა დონის თვითმმართველობიდან (სოფელი, თემი, დაბა, ქალაქი) მოწვეული იყო 600 დელეგატი, რომელთაც დაამტკიცეს ასოციაციის წესდება, აირჩიეს ორგანიზაციის პრეზიდენტი და აღმასრულებელი საბჭო. დაფუძნების პროცესში ჩართული იყო მრავალი საერთაშორისო ორგანიზაცია და თვითმმართველობის ევროპული ასოციაცია.

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის მიზნებია:

  • დაიცვას თვითმმართველობის ორგანოთა ინტერესები ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე;
  • ხელი შეუწყოს საქართველოში ადგილობრივი დემოკრატიისა განვითარებას;
  • ითანამშრომლოს ცენტრალურ ხელისუფლებასთან დეცენტრალიზაციის სფეროში;
  • მოაწოდოს კვალიფიციური მომსახურება წევრ თვითმმართველობებს;
  • ხელი შეუწყოს თვითმმართველობების მოხელეთა და არჩეულ პირთა კვალიფიკაციის ამაღლებას და სოციალური გარანტიების შექმნას;
  • მოახდინოს ადგილობრივი თვითმმართველობის პრობლემათა იდენტიფიცირება, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა ურთიერთდაკავშირება და არსებული პრაქტიკული გამოცდილებისა და მიღწევათა განზოგადება/დანერგვა.

ასოციაცია თანამშრომლობს  მრავალ საერთაშორისო ორგანიზაციასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპულ გაერთიანებებთან. ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია არის საქართველოს მთავრობის პარტნიორი ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის თვითმმართველობათა პალატში დელეგაციის წარდგენისას.


ასევე იხილეთ