საქართველოს ადგილობრივ თვითმართველობათა ეროვნული ასოციაცია
Under Construction!

მთავარი გვერდი

პრეს - რელიზები

ქართული დელეგაცია ევროპის საბჭოს 34-ე კონგრესზე გამართულ სესიაში იღებს მონაწილეობას


27 მარტი 2018 წელი

ქართული დელეგაცია სტრასბურგში გაემგზავრა, სადაც ევროპის საბჭოს 34-ე კონგრესზე გამართულ სესიაში - "უფლებებზე დაფუძნებული მმართველობა ადგილობრივ და რეგიონალურ დონეზე" იღებს მონაწილეობას.

დელეგაციას, რომლის შემადგენლობაშიც საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტები, თბილისის საკრებულოს თავმჯომარე - გიორგი ტყემალაძე და დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი - თამარ ტალიაშვილი, თბილისისა და მცხეთის საკრებულოების დეპუტატები - ბექა დავითულიანი და სევდია უგრეხელიძე, ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი - ირაკლი ჭეიშვილი შედიან, ადგილობრივი ხელისუფლების პალატის სრული წევრი, რუსთავის საკრებულოს წარმომადგენელი - ნინო ქავთარაძე ხელმძღვანელობს.

ქართული მხარე ევროპის საბჭოს რამდენიმე კომიტეტის სხდომაში მიიღებს მონაწილეობას, სადაც სხვა თემებთან ერთად საქართველოს საკითხიც იქნება წარმოდგენილი.

საქართველომ ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესში დელეგაციის ახალი შემადგენლობა მიმდინარე წლის თებერვალში წარადგინა, რომელსაც ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტი კახა კალაძე ხელმძღვანელობს.