საქართველოს ადგილობრივ თვითმართველობათა ეროვნული ასოციაცია
Under Construction!

მთავარი გვერდი

პრეს - რელიზები

საქართველომ ევროპის საბჭოს კონგრესში დელეგაციის ახალი შემადგენლობა წარადგინა


06 თებერვალი 2018 წელი

საქართველომ ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესში დელეგაციის ახალი შემადგენლობა წარადგინა, რომელსაც ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტი კახა კალაძე ხელმძღვანელობს.

დელეგაციის პირველი ვიზიტი სტრასბურგში მიმდინარე წლის 14 თებერვალს იგეგმება.

ევროპის საბჭოს კონგრესზე დაგეგმილი მონიტორინგის კომიტეტის სხდომაზე, სადაც დღის წესრიგით 2017 წლის 21 ოქტომბერს საქართველოში გამართული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების საკითხია წარმოდგენილი, ადგილობრივი ხელისუფლების პალატის სრული წევრი, დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილე, რუსთავის საკრებულოს წარმომადგენელი - ნინო ქავთარაძე, ასევე რეგიონთა პალატის სრული და სათადარიგო წევრები, თბილისის საკრებულოს დეპუტატები - თამარ ტალიაშვილი და ბექა დავითულიანი მიიღებენ მონაწილეობას.

ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესში წარდგენილი დელეგაცია 5 ძირითადი და 5 სათადარიგო წევრისგან შედგება და ის საქართველოს მუნიციპალიტეტებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი საბჭოს წარმომადგენლებითაა დაკომპლექტებული.

დელეგატების მანდატების განხილვა კონგრესის ბიუროს სხდომაზე უკვე განხორციელდა, მათი უფლებამოსილების ცნობა კი მარტის ბოლოს მოხდება.