საქართველოს ადგილობრივ თვითმართველობათა ეროვნული ასოციაცია
Under Construction!

მთავარი გვერდი

პრეს - რელიზები

VI ასამბლეამ „საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის“ პრეზიდენტად კახა კალაძე აირჩია


08 დეკემბერი 2017 წელი

8 დეკემბერს, 12 საათზე, თბილისში, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია“-ში „საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის“ VI ეროვნული ასამბლეა გაიმართა. ღონისძიება გახსნეს და მონაწილეებს მიესალმნენ - ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მატკავა, ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული კონგრესის გენმდივანი ანდრეას კიფერი, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ლილუაშვილი, თბილისის მერი კახი კალაძე. ასამბლეას ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტი დავით ჯიქია უძღვებოდა. ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით მელუამ ორგანიზაციის მისიაზე, როლზე და განხორციელებულ საქმიანობაზე ისაუბრა. ასამბლეაზე საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ახალი პრეზიდენი აირჩიეს. მომდევნო 3 წლის განმავლობაში NALAG-ს კახა კალაძე უხელმძღვანელებს. ეროვნულ ასამბლეაზე წარმოდგენილმა დელეგატებმა, ახლადარჩეულმა მერებმა და საკრებულოს წევრებმა საქართველოს ყველა თვითმმართველი ერთეულიდან, ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრობის კანდიდატებად რეგიონიდან 2-2 კანდიდატი დაასახელეს და უმრავლესობით აირჩიეს კიდეც; ესენია:
თბილისი - გიორგი ტყემალაძე, თამარ ტალიაშვილი, ირაკლი ნადირაძე
გურია - ამირან გიგინეიშვილი, გიორგი ღურჭუმელიძე,
კახეთი - შაქრო ტერტერაშვილი, შოთა ნარეკლიშვილი,
მცხეთა-მთიანეთი - გვანცა ხულუზაური, სევდია უგრეხელიძე,
ქვემო ქართლი - იანა ბერიანი, ნინო ქავთარაძე,
რაჭა-ლეჩხუმი - ლაშა ჭიჭინაძე, ანა ბაქრაძე,
სამცხე ჯავახეთი - რობინზონ ყავრელიშვილი, ლევან ლიპარტია,
შიდა ქართლი - გიორგი დაბრუნდაშვილი, თამარ კოდოშვილი,
აჭარა - ლაშა კომახიძე, მირიან ქათამაძე,
სამეგრელო - ლაშა გოგია, ლევან კუპრეიშვილი,
იმერეთი - გიორგი ჭიღვარია, დავით ქათამაძე.
ღონისძიების დასასრულს, მონაწილეებს სიტყვით მიმართა და ორგანიზაციაში თავის გეგმებზე ახლადარჩეული პრეზიდენტი კახა კალაძე ესაუბრა.

შეგახსენებთ, რომ „საქართველოს ადგილობრივ თვიტმმართველობათა ეროვნული ასოციაციის მიზანია, ქვეყანაში ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემის სრულყოფა და ადგილობრივი დემოკრატიის განვითარება, სახელმწიფო ძალაუფლების დეცენტრალიზაცია და ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუციების განცითარება.
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია 2004 წლის 17 დეკემბერს ევროპის საბჭოსა და ევროკომისიის ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში დაფუძნდა. დაფუძნების პროცესში ჩართული იყო მრავალი საერთაშორისო ორგანიზაცია და თვითმმართველობის ევროპული ასოციაცია.
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის მიზნებია:

  • დაიცვას თვითმმართველობის ორგანოთა ინტერესები ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე;
  • ხელი შეუწყოს საქართველოში ადგილობრივი დემოკრატიის განვითარებას;
  • ითანამშრომლოს ცენტრალურ ხელისუფლებასთან დეცენტრალიზაციის სფეროში;
  • მიაწოდოს კვალიფიციური მომსახურება წევრ თვითმმართველობებს;
  • ხელი შეუწყოს თვითმმართველობების მოხელეთა და არჩეულ პირთა კვალიფიკაციის ამაღლებას და სოციალური გარანტიების შექმნას;
  • მოახდინოს ადგილობრივი თვითმმართველობის პრობლემათა იდენტიფიცირება, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა ურთიერთდაკავშირება და არსებული პრაქტიკული გამოცდილებისა და მიღწევათა განზოგადება/დანერგვა.

ასოციაცია თანამშრომლობს მრავალ საერთაშორისო ორგანიზაციასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპულ გაერთიანებებთან. „საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია“ არის საქართველოს მთავრობის პარტნიორი ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის თვითმმართველობათა პალატაში დელეგაციის წარდგენისას.