საქართველოს ადგილობრივ თვითმართველობათა ეროვნული ასოციაცია

მთავარი გვერდი

პრეს - რელიზები

„ეთიკა და გამჭვირვალობა ადგილობრივ დონეზე“ -ევროსაბჭოსა და ევროკავშირის ეგიდით კონფერენცია ჩატარდა


06 დეკემბერი 2017 წელი

   6-7 დეკემბერს, თბილისში, სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერია“-ში, ევროკავშირისა და ევროსაბჭოს ეგიდით, „საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან“ პარტნიორობით, ჩატარდა კონფერენცია „ეთიკა და გამჭვირვალობა ადგილობრივ დონეზე: სტრატეგიები და მექანიზმები“.
ღონისძიებას გახსნეს და მონაწილეებს მიმართეს - ევროსაბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოში კრისტიან ურსემ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და
ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა, ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული კონგრესის გენმდივანმა ანდრეას კიფერმა, თბილისის მერმა კახი კალაძემ, საქართველოს მთავრობის და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლებმა. ორდღიან სამუშაო სესიებში, პროექტის “ადგილობრივი მმართველობის ინსტიტუციონალური ჩარჩოების გაძლიერება” ფარგლებში, მონაწილეობას აღმოსავლეთ პარტნიორობის შემდეგი ქვეყნები - აზერბაიჯანი, ბელორუსი, მოლდოვეთი, საქართველო, სომხეთი და უკრაინა იღებდა. აღნიშნული ქვეყნებიდან მოწვეული ექსპერტებმა და მერებმა, რომლებმაც განახორციელეს ადგილობრივი ინიციატივა ეთიკასა და გამჭვირვალობაზე, ისაუბრეს იმ გამოცდილებაზე, რომელიც განახორციელეს თავიანთ მუნიციპალიტეტებში, გამოწვევებზე, რომლებიც შესაძლებელია წარმოიშვას მონაწილეობით პროცესში და იმ ინიციატივებზე, რომლებიც ეხმარება ნდობის ამაღლებაში ადგილობრივ დონეებზე. პარალელურად, კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო ადგილობრივი ინიციატივების წარმატებული მაგალითები.
ღონისძიების მიზანი გახლავთ რეგიონში ადგილობრივი თვითმმართველობისა და ტერიტორიული რეფორმების გაუმჯობესებისთვის ადგილობრივი დემოკრატიის ხარისხის გაღრმავება და კარგი პრაქტიკის ხელშეწყობა. აგრეთვე ეთიკური მმართველობისა და გამჭვირვალობის შესახებ ინიციატივების ფარგლებში მიღწეულ შედეგებზე ფოკუსირება. ღონისძიების მსვლელობისას შედგა არაერთი დისკუსია გამჭვირვალეობისა და მოქალაქეებზე ორიენტირებული მმართველობის პრაქტიკული საშუალებების განხორციელებაზე. ადგილობრივი პოლიტიკის მდგრადობისა და მის გავლენების ზრდის ხელისშემწყობ ფაქტორებსა თუ ქმედით ნაბიჯებზე.